top of page

ᲡᲐᲚᲑᲘᲡ ᲦᲠᲫᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲑᲐᲚᲖᲐᲛᲘ (30 ᲛᲚ) - Weleda

SKU 4001638088060
Price

24,50GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

სალბის ღრძილების ბალზამი პირის ღრუს რეგულარული კომპლექსური მოსავლელი საშუალებაა. ბალზამი ამაგრებს მგრძნობიარე ღრძილებს და ამცირებს გაღიზიანებას, ხელს უწყობს მგრძნობიარე პირის ღრუს სიჯანსაღის შენარჩუნებასა და რეგენერაციას.

 

რათანიას ფესვის ექსტრაქტი ამაგრებს მგრძნობიარე ღრძილებს და სისხლდენისა და ანთებითი კერების წარმოქმნას უშლის ხელს. სალბისა და გვირილის ექსტრაქტები ღრძილების რეგენერაციასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს, ბუნებრივი ეთერზეთები კი პირის ღრუში სასიამოვნო სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

წყალი, სპირტი, გლიცერინი, ქსანთანი, სალბის ფოთლის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, კრამერიას ფესვის ექსტრაქტი, მურის ფისის ექსტრაქტი, ლაქტოზა - რძის შაქარი, ცხენისწაბლის ქერქის ექსტრაქტი, კალციუმის ფთორიდი, მაგნიუმის სულფატი, გემო-არომატი, ლიმონენი, ლინალოოლი.

 

ველედას პირის ღრუს მოსავლელ პროდუქტებში მხოლოდ ნატურალური, სუფთა მცენარეული და მინერალური სუბსტანციები გამოიყენება, რაც პირის ღრუს მიკროფლორას ბუნებრივ წონასწორობას უნარჩუნებს. პროდუქტები არ შეიცავს მაქაფებელ ტენზიდებს, სინთეზურ არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვატებს, შაქარსა და შაქრის შემცვლელებს, ფთორწყალბადმჟავას მარილებს.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

სალბის ღრძილების ბალზამი კბილების ყოველი გაწმენდის შემდეგ 1-2 წუთის განმავლობაში ფრთხილად შეიზილე ღრძილებში რბილი ჯაგრისით ან თითით, 15 წუთის განმავლობაში არ გამოივლო წყალი და არ მიიღო საკვები. პროტეზით გაღიზიანებული ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მოსავლელად გაწმენდილ პროტეზს მოხმარების წინ თხლად წაუსვი ბალზამი (პროტეზს არ აწებებს).

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

30 მლ. სალბის ღრძილების ბალზამი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page