top of page

ᲗᲛᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲪᲝᲪᲮᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲢᲝᲜᲘᲙᲘ ᲠᲝᲖᲛᲐᲠᲘᲜᲘᲗ (100 ᲛᲚ) - Weleda

SKU 4001638095716
Price

48,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

თმის გამაცოცხლებელი ტონიკი როზმარინის ზეთითა და პირშუშხასა და მსუქანას ძვირფასი ექსტრაქტებით ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, კვებავს თმის ძირებს, ხელს უწყობს ჯანსაღი თმის ზრდას და ამცირებს თმის ცვენას. ასევე, ტონიკი აჯანსაღებს სკალპს - ამცირებს ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს გაღიზიანებულ, გაწითლებულ თავის კანს. როზმარინის ნედლი სურნელი ტონიკს გამორჩეულ არომატს ანიჭებს.

 

პროდუქტი სერტიფიცირებული და დერმატოლოგიურად გამოცდილია.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

წყალი, სპირტი, პირშუშხას ექსტრაქტი, მსუქანას ექსტრაქტი, როზმარინის ფოთლის ეთერზეთი, კალიუმის კარბონატი, სურნელი, ლიმონენი, ლინალოოლი, გერანიოლი.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტი განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. თმის აღმდგენი ტონიკი შეგიძლია დილა-საღამოს შეიზილო თავის კანსა და თმის ძირებზე - როგორც მშრალ, ისე სველ თმაზე. ტონიკი არ საჭიროებს ჩამობანას, არ აცხიმიანებს თმას და არ აფუჭებს ვარცხნილობას.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

100 მლ. თმის გამაცოცხლებელი ტონიკი როზმარინით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page