top of page

ᲗᲛᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲘᲡ ᲡᲐᲡᲐᲩᲣᲥᲠᲔ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - Weleda

SKU 513081
Price

110,00GEL

აღმოაჩინე ბუნებრივი ზრუნვის ძალა შენი თმისთვის - Weleda-ს როზმარინის გამაჯანსაღებელი ნაკრები. ეს კომპლექსური ნაკრები არა მხოლოდ ასუფთავებს და კვებავს თმას, არამედ აძლიერებს მის ძირებს, ასტიმულირებს ზრდას და აღადგენს ბზინვარებას - ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე.

 

როზმარინის თმის გამაჯანსაღებელი ნაკრები შეიცავს:

 

  • როზმარინის შამპუნი ვეგანური (250 მლ)

როზმარინის გამაჯანსაღებელი შამპუნი ფრთხილად ასუფთავებს და მოცულობას მატებს თხელ თმას. ჰიალურონის მჟავა და ბიოლოგიური როზმარინის ზეთი თავის კანს კვებავს და ბზინვარებას უბრუნებს თმას. როზმარინი ცნობილია, როგორც თმის ზრდის მასტიმულირებელი და თმის ცვენის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება. ველედას როზმარინი ბიოლოგიურ მეურნეობაში, ჯანსაღ ნიადაგში იზრდება, რაც მის ეფექტურობას აძლიერებს.

 

  • როზმარინის თმის კონდიციონერი ვეგანური (150 მლ)

როზმარინის გამაჯანსაღებელი კონდიციონერი დამძიმების გარეშე კვებავს და არბილებს თმას. მცენარეული წარმოშობის ჰიდროლიზებული ცილების, ჟოჟობას ზეთის, ბიო-როზმარინის ზეთისა და არგინინის ეს კომპოზიცია მოქმედებს, როგორც თმის კონდიციონერი: არბილებს, აგლუვებს, ბზინვარებას მატებს თმას და აადვილებს ვარცხნას. ჰიდროლიზების საშუალებით ცილები მცირე ამინომჟავებად იშლება და უფრო ადვილად აღწევს თმაში. პროდუქტი იდეალურია შედარებით თხელი თმის მქონე როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.

 

  • როზმარინის თმის გამაცოცხლებელი ტონიკი (100 მლ)

გამაცოცხლებელი ტონიკი როზმარინის ზეთით, პირშუშხასა და მსუქანას ფოთლის ექსტრაქტებით თავის კანის სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, ამცირებს ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს გაღიზიანებულ, გაწითლებულ თავის კანს. ამასთან, თმის ძირებს აძლიერებს და ხელს უწყობს თმის ბუნებრივ ზრდას. გამოსადეგია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ტონიკი მალე შრება და არ აზეთიანებს თმას, ამიტომ მისი გამოყენების დროს არ არის აუცილებელი სახლში დარჩე ან ვარცხნილობა შეცვალო. ტონიკის გამოყენება ასევე რეკომენდებულია მშობიარობის შემდეგ გაძლიერებული თმის ცვენის დროს, გარემო ფაქტორების გამო დაზიანებული თმის, ხშირი ღებვისა და ცხელი საშრობით გამომშრალი კანისა და თმის აღსადგენად.

 

  • სკალპის მასაჟორი

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ტონუსს მატებს მოდუნებულ კანს და აძლიერებს როზმარინის გამაჯანსაღებელი პროდუქტების ეფექტურობას.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page