top of page

ᲡᲥᲘᲜᲤᲣᲓᲘ ᲚᲐᲘᲗᲘ (75 ᲛᲚ) - Weleda

SKU 4001638501491
Price

43,50GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

სქინფუდი ლაითი განკუთვნილია მშრალი კანის ინტენსიური მოვლისთვის, კრემი მსუბუქია, სწრაფად შეიწოვება და მშრალ კანს მყისიერად კვებავს და ატენიანებს. მისი გამოყენება შეგიძლია როგორც სახეზე, ისე ტანზე.

 

  • მცენარეული ზეთებისა და ცვილების მდიდარი შემადგენლობა (ფუტკრის ცვილი, მატყლის ცვილი, შის კარაქი, მზესუმზირის თესლის ზეთი) კვებავს და შვებას აძლევს სიმშრალისგან მოჭიმულ კანს
  • როზმარინის ექსტრაქტი აცოცხლებს და ტონუსს აძლევს სიმშრალისგან გაუფერულებულ კანს
  • ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო გვირილისა და კალენდულას ექსტრაქტები გაღიზიანებისკენ მიდრეკილ მშრალ კანს ამშვიდებს, წმენდს და რეგენერაციას უწყობს ხელს
  • ბიოლოგიური იაჟუჟუნას/სამფერა იის ექსტრაქტი ტრადიციული სამკურნალო საშუალებაა დაზიანებული და დამსკდარი კანის მოსავლელად, ის ამცირებს ქავილის შეგრძნებას, აგრილებს და ატენიანებს კანს.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

წყალი, მზესუმზირის ენისებრი ყვავილების ექსტრაქტი, გლიცერინი, სპირტი, გლიცერილ სტეარატ ციტრატი, თეთრი სანთელი, კაკაოს (თესლის) ცხიმი, ცეტეარილის სპირტი, შის (კარიტეს) ცხიმი, ლიმონენი, სამფერა იის (იაჟუჟუნას) ექსტრაქტი, როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი, მატყლის ცხიმი (ლანოლინი), კარაგენანი, ქსანთანი, რძემჟავა, გლიცერილ კაპრილატი, სურნელი, ლინალოოლი, გერანიოლი, ციტრალი.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

კრემი ნაზად შეიზილე სახისა და ტანის გამომშრალ უბნებზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

75 მლ. სქინფუდის კრემი ლაითი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page