top of page

ᲛᲔᲢᲐᲚᲘᲡ ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ - Singular Care

SKU 860010923108
Price

99,00GEL

  • სამედიცინო ხარისხის უჟანგავი ფოლადის კბილის ჯაგრისი 
  • არატოქსიკური, ანტიბაქტერიული ელასტომერის თავაკი 
  • ჯაგრისი შექმნილია უვადო გამოყენებისთვის
  • 12 წლამდე ბავშვებისთვის ჯაგრისის გამოყენება არ არის რეკომენდებული
  • 80%-ით ამცირებს პლასტმასას ნარჩენებს
  • აღიარებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Singular Care-ის მეტალის კბილის ჯაგრისი დამზადებულია გამძლე, სამედიცინო ხარისხის უჟანგავი ფოლადით, რომელიც შექმნილია უვადო გამოყენებისთვის. მეტალის სახელურს თან ახლავს არატოქსიკური, ანტიბაქტერიული ელასტომერისგან დამზადებული შესაცვლელი თავაკები. მტკიცე, მაგრამ არა ზედმეტი სიხისტით შემუშავებული თავაკები უზრუნველყოფს უმაღლესი დონის წმენდას და ამავე დროს სირბილის შეგრძნებას ღრძილებზე. ამ კომპონენტების ერთიანობა ქმნის ახალ სტანდარტს პირის ღრუს მოვლის ტექნოლოგიაში.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • კბილის ჯაგრისის სახელური: უჟანგავი ფოლადი
  • კბილის ჯაგრისის თავი: ანტიბაქტერიული ელასტომერი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

კბილის ჯაგრისის გამოყენებამდე კარგად შეამოწმე კბილის ჯაგრისის თავაკი - დარწმუნდი, რომ მჭიდროდ არის დამაგრებული და არ იმოძრავებს კბილების გახეხვის დროს. არ გამოიყენო დაზიანებული თავაკი.

 

თუ კბილების გახეხვისას შეამჩნევ, რომ თავაკი მოძრაობს, სასურველია შეწყვიტო გამოყენება და მეტალის სახელურს დაუყოვნებლივ მოარგო ახალი თავაკი. თავაკის ადვილად ჩასანაცვლებლად კბილის ჯაგრისი მოათავსე ცხელ წყალში 5-დან 10 წამამდე და ფრთხილად მოაშორე სახელურს.

 

კბილების გამოხეხვა უნდა დაიწყო წრიული მოძრაობით ღრძილებიდან კბილის მიმართულებით, კბილების თანმიმდევრობის დაცვით. კბილის ჯაგრისი უნდა გეჭიროს ღრძილებისა და კბილების ზედაპირის პარალელურად დახრილ მდგომარეობაში. კბილები გაიხეხე 2 წუთის განმავლობაში, გამოხეხვის შემდეგ თავაკი რამდენიმე წამის განმავლობაში კარგად გარეცხე გამდინარე წყლით.

 

პროდუქტის გამოყენება 12 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

Singular Care-ის მეტალის კბილის ჯაგრისი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Singular Care

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page