top of page

ᲕᲔᲒᲐᲜᲣᲠᲘ ᲙᲝᲚᲐᲒᲔᲜᲘ (120 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Cytoplan

SKU 5060202186303
Price

150,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

Cytoplan-ის ვეგანური კოლაგენი არის ჯილდოს მფლობელი, უნიკალური პრემიუმ საკვები დანამატი, რომელიც მიღებულია 100%-ით მცენარეული ნედლეულისაგან. ეს არის კოლაგენის ვეგანური ალტერნატივა და შეიცავს ადამიანის კოლაგენის იდენტურ ამინომჟავებს, ზუსტად სასურველი თანაფარდობით. კოლაგენი უზრუნველყოფს კანის, თმის, ფრჩხილების, იოგებისა და მყესების სტრუქტურულ სიჯანსაღეს. საკვებ დანამატს არ აქვს უსიამოვნო სუნი და გემო.

 

ვეგანური კოლაგენი დამზადებულია დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოებისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით და მისი ეფექტურობა დადასტურებულია კვლევებით. შედეგები აჩვენებს, რომ:
 

  • კანი უფრო ელასტიური, მკვრივი, გლუვი და დატენიანებული ხდება
  • სახის კანის ფერი ცოცხლდება
  • მცირდება წვრილი ხაზების, ნაოჭებისა და მუქი ლაქების გაჩენა

 

კოლაგენი ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ცილაა და შემაერთებელი ქსოვილის, მათ შორის, მყესების, იოგების, კანისა და კუნთების ძირითადი კომპონენტია. ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის გამომუშავება ნელდება. 25 წლის ასაკშიც კი კოლაგენის დონე მცირდება, ხოლო 50 წლის ასაკში დაახლოებით 50% იკარგება. კოლაგენის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაოჭების წარმოქმნა და კანის სიმკვრივისა და ფერის დაკარგვა, ასევე, შეუძლია დააზიანოს კანის ბარიერი და გამოიწვიოს სიმშრალე და პიგმენტური ლაქები.


ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

 

ამინომჟავების კომპლექსი (L-პროლინი, გლიცინი, L-ლუტამინის მჟავა, L-ალანინი, L-არგინინი, L-ასპარკამის მჟავა, L-ლიზინი, L-სერინი, L-ლეიცინი, L-ვალინი, L-ფენილალანინი, L-თრეონინი, L-იზოლეიცინი, L-ჰისტადინი, L-თიროზინი, L-მეთიონინი, მზესუმზირის ლეციტინი), ჰიდროქსილიზინი,  ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულის გარსი).

 

არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ და ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

მიიღე 2 კაფსულა დღეში (2 კაფსულა შეიცავს 1000 მგ. კოლაგენის კომპლექსს). საკვები დანამატი გამოდგება ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ და გრილ ადგილას.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

Cytoplan-ის ვეგანური კოლაგენის 120 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Cytoplan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page