ᲥᲐᲪᲕᲘᲡ ᲖᲔᲗᲘ (60 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Cytoplan
120,00 ₾
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
ქაცვის ზეთი ომეგა 7 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთ უმდიდრეს წყაროს წარმოადგენს. მასში ცხიმოვანი მჟავების შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა მცენარეში. ზეთი უნიკალურია იმით, რომ იგი მოქმედებს, როგორც უჯრედული მემბრანების ძირითადი შემადგენელი ნაწილი - უნარჩუნებს კანსა და ლორწოვან გარსებს ბუნებრივ სტრუქტურას, ტენიანობასა და სიჯანსაღეს, ასევე, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და აფერხებს ანთებით პროცესებს.
ქაცვი მდიდარია C, B1, B2, B6, P ვიტამინებით, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავებით, კაროტინით, კალიუმით, კალციუმითა და სხვა მიკროელემენტებით, უჯერი ცხიმოვანი და ორგანული მჟავებითა და ფლავონოიდებით. ის წარმატებით გამოიყენება კანის სხვადასხვა სნეულების, წყლულოვანი დაავადების, C ვიტამინის ნაკლებობის, ქრონიკული დაღლილობის სამკურნალოდ. ამ მცენარის ნაყოფს მკვებავი, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი და ბიომასტიმულირებელი ეფექტი აქვს. ქაცვი ძალიან პოპულარულია კოსმეტიკაში - იგი არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას და იცავს ნაოჭების გაჩენისგან.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
ქაცვის ზეთი (Hippophae rhamnoides), 25% პალმიტინის მჟავა (ომეგა 7) და ოლეინის მჟავა (ომეგა 9), კაფსულის გარსი - სახამებელი, გლიცერინი და გამოხდილი წყალი.
1 კაფსულა შეიცავს 500 მგ. ქაცვის ზეთს, 125 მგ. პალმიტინის მჟავასა (ომეგა 7) და 90 მგ. ოლეინის მჟავას (ომეგა 9) - შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ და ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს.
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
მიიღე 1-2 კაფსულა დღეში. რეკომენდებულია მენოპაუზის დროს მისი კანის დამატენიანებელი თვისებების გამო. ასევე, გამოდგება ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის. თუ ანტიკოაგულანტებს იღებ, ქაცვის ზეთის მიღებამდე მიმართე ექიმს.
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ და გრილ ადგილას.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
Cytoplan-ის ქაცვის ზეთის შემცველი 60 კაფსულა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Cytoplan
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity
Out of stock





















