top of page

Beauty Complex - ᲗᲛᲐ, ᲙᲐᲜᲘ & ᲤᲠᲩᲮᲘᲚᲘ - Terranova

Price

65,00GEL

  • ამცირებს კანის ნაოჭებს და ხელს უწყობს მას ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში 
  • აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ეხმარება ზრდაში 
  • აძლიერებს ფრჩხილების სტრუქტურას
  • ამდიდრებს ორგანიზმს ყველა აუცილებელი კომპონენტით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობს თმის, ფრჩხილებისა და კანის ფორმირებასა და გაჯანსაღებაში
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - Beauty Complex თმა, კანი & ფრჩხილი - წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც შედგება ყველა იმ საჭირო ვიტამინისა და მინერალისგან, რომლებიც ეფექტურად მოქმედებს თმის, ფრჩხილისა და კანის ფორმირებასა და გაჯანსაღებაში. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს თუთიას, ბიოტინს, A და C ვიტამინებსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


უნიკალური ფორმულა ზრდის კანის ელასტიურობას, აღადგენს ტენიანობას და ამცირებს კანის სიმშრალეს, ხელს უწყობს კანში კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, ეფექტურად ებრძვის ნაოჭების წარმოქმნასა და უკვე არსებულის შემდგომ განვითარებას, ამცირებს გამონაყარს. ასევე, ეფექტურია თმის ცვენისა და მტვრევადი ფრჩხილების დროს - თმას ხდის ბზინვარესა და ხშირს და მკვეთრად აუმჯობესებს ფრჩხილის სტრუქტურას, რაც ხელს უშლის მის აქერცვლას.

 


ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ეგზემა
  • აკნე
  • მტვრევადი ფრჩხილები
  • კანის დაბერება
  • დერმატიტი
  • თმის ცვენა

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ვიტამინი C (Ca, Mg ასკორბატი) - 100 მგ
  • თუთია (ასკორბატი) - 5 მგ
  • პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანთოტენატი) - 20 მგ
  • არაბინოგალაქტანი (ლარიქსის ხე) - 5.5 მგ
  • ვიტამინი A (რეტინილ პალმიტატი) - 375 მკგ
  • ბუნებრივი ბეტა-კაროტინი / შერეული კაროტინოიდები (Dunaliella salina ) - 2 მგ
  • ბიოტინი (d-Biotin) - 100 მკგ
  • OptiMSM (მეთილსულფონილმეთანი) - 400 მგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 325 მგ
  • შვიტა (Equisetum arvense) - 150 მგ
  • ჭინჭრის ფოთოლი (Urtica dioica) - 100 მგ
  • ქაცვი (Hippophae rhamnoides) - 50 მგ
  • მოცვის ნაყოფი (Vaccinium myrtillus) - 50 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa bran) - 50 მგ
  • კაკაო (Theobroma cacao) - 25 მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 25 მგ
  • აზიური ცენტელას ფოთოლი (Centella asiatica) - 25 მგ
  • ოროვანდის ფესვი (Arctium lappa) - 25 მგ
  • წყლის წიწმატი (Nasturtium officinale) - 25 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

შეგიძლია შეიძინო Beauty Complex - თმის, კანისა და ფრჩხილების საკვები დანამატის როგორც 50, ისე 100 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page