top of page

ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘ B12 ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ 500 ᲛᲙᲒ - Terranova

Price

55,00GEL

  • აუმჯობესებს ენერგიის დონეს და ამცირებს დაღლილობას 
  • მხარს უჭერს ნერვული და იმუნური სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებას 
  • ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას 
  • აღადგენს B12 ვიტამინის დეფიციტს და უზრუნველყოფს ანემიების კომპლექსურ მკურნალობასა და პროფილაქტიკას 
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სოიოს, სიმინდის, საფუარის, რძის პროდუქტების,  ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატებისა და შაქრის გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - ვიტამინი B12 კომპლექსი წარმოადგენს მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ენერგიით, ზრდის ჰემოგლობინის დონეს, აძლიერებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებასა და ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნებას.

 

თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს მეთილკობალამინსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


ეს უნიკალური ფორმულა ახდენს ანემიის პრევენციას, ეხმარება ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აღადგენს B ჯგუფის ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზს, მონაწილეობს კოგნიტური და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს რეპროდუქციული ორგანოების ნორმალურ განვითარებას, აუმჯობესებს ფერტილობას.

 

 

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • B ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემია
  • დეპრესია და განწყობის ცვლილება
  • კოგნიტური ფუნქციის დარღვევა
  • დიაბეტური ნეიროპათია
  • ტინიტუსი
  • მამაკაცის უნაყოფობა (სპერმატოზოიდების მოძრაობისა და რაოდენობის დაქვეითება)

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • B12 ვიტამინი (მეთილკობალამინი) - 500 მკგ
  • Magnifood - ის კომპლექსი - 350 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 175 მგ
  • ოხრახუშის ფოთოლი (Petroselinum crispum) - 50 მგ
  • ბაბუაწვერას ფოთოლი (Taraxacum officinale - 50 მგ
  • ჭარხალი (Beta vulgaris) - 25 მგ
  • ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 25 მგ
  • ნაღველას ფესვი (Gentiana lutea) - 25 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართე ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

შეგიძლია შეიძინო ვიტამინი B12 კომპლექსის როგორც 50, ისე 100 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page