top of page

ᲕᲝᲚᲐᲒᲔᲜᲘ & ᲰᲘᲐᲚᲣᲠᲝᲜᲘᲡ ᲛᲟᲐᲕᲐ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ - Terranova

Price

110,00GEL

  • ხელს უწყობს კანის ელასტიკურობას, დატენიანებასა და ახალგაზრდულობას 
  • აძლიერებს სახსრების მოძრაობას და ხელს უწყობს მათ ჯანმრთელ ფუნქციონირებას
  • აძლიერებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას
  • აუმჯობესებს თმის, კანის, ფრჩხილების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული - Vollagen™ წარმოადგენს კოლაგენის მცენარეულ ალტერნატივას, რომელიც 100% ვეგანურია
  • ხორბლის, სოიოს, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - ვოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს თმის, კანის, ფრჩხილების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს Vollagen®-ს, ჰიალურონის მჟავასა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისათვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


ვოლაგენი წარმოადგენს ინოვაციურ ფორმულას, რომელიც შეიცავს ამინომჟავების კომპლექსს იმავე თანაფარდობით, როგორც ადამიანის სხეულში კოლაგენი. განსხვავებით სხვა პროდუქტებისგან, ვოლაგენი ადვილად შეიწოვება ორგანიზმში, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას. ვოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის კომბინაცია მნიშვნელოვნად ატენიანებს და ამკვრივებს კანს. ეფექტურად ებრძვის სიმშრალეს და ხდის კანს ელასტიურს, ასევე, გამოიყენება ფრჩხილის მტვრევადობისა და აშრევების დროს, ეფექტურია მოტეხილობებისა და ჭრილობების შემდეგ, ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების დროს. საკვები დანამატის შემადგენლობაში ჰიალურონის მჟავა შედის როგორც დაბალი, ისე საშუალო და მაღალი მოლეკულური მასის სახით, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას როგორც კანის, ასევე სახსრების გაჯანსაღებაში. ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • კანის სიმშრალე
  • კანის ელასტიურობის დაქვეითება
  • თმის ცვენა
  • ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება
  • სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
  • კუნთოვანი სისტემა (მყესები, იოგები და ხრტილები)

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ვოლაგენი (მცენარეული ამინომჟავების კომპლექსი) - 500 მგ
  • ჰიალურონის მჟავა - 50 მგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 200 მგ
  • ასკილი (Rosa canina) - 250 მგ
  • მაჩა (Camellia sinensis) - 100 მგ
  • შვიტა (Equisetum arvense) - 25 მგ
  • ოხრახუში (Petroselinum crispum) - 25 მგ
  • ჭინჭარი (Urtica dioica) - 25 მგ
     

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება ორი კაფსულა ჭამის დროს.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

შეგიძლია შეიძინო ვოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის კომპლექსის როგორც 50, ისე 100 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page