top of page

Hydro C2 ᲤᲔᲮᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲜᲘᲐᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲠᲔᲛ-ᲛᲣᲡᲘ (125 ᲛᲚ) - Callusan

SKU 4041986000024
Price

41,00GEL

  • ეფექტურად ატენიანებს და კვებავს მშრალ და მგრძნობიარე კანს 
  • უნარჩუნებს ტენს კანის ღრმა ფენებს
  • იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან
  • დამატენიანებელი კრემ-მუსი განკუთვნილია მშრალი კანისთვის, ასევე, რეკომენდებულია დიაბეტური ტერფის მოვლისთვის
  • ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პოდოლოგების მიერ
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • ეკონომიური აპლიკაცია - ტერფის კრემ-მუსის 125 მლ.-იანი მოცულობა განკუთვნილია 140-160 გამოყენებისთვის
  • დამზადებულია გერმანიაში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

კალუსანის Hydro C2 დამატენიანებელი კრემ-მუსი ეფექტურად ატენიანებს და კვებავს მშრალ და მგრძნობიარე კანს მასში შემავალი სტეარინის მჟავისა და შარდოვანას დახმარებით. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კანის ძლიერ დატენიანებას და უნარჩუნებს ტენს კანის ღრმა ფენებს, ხოლო სტეარინის მჟავა საიმედოდ იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

 

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია, კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: შარდოვანა 5%, ავოკადოს ზეთი, შიის კარაქი, სქუალინი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ბუტანი, გლიცერინი, C12-15 ალკილ ბენზოატი, C12-13 ალკილ ლაქტატი, ცეტერილის სპირტი, პროპანი, ცეტერილ გლუკოზიდი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, სორბიტოლი, სტეარინის მჟავა, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, იზობუტანი, ჰიდროქსიეთილ აკრილატი/ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ ტაურატის კოპოლიმერი, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის ლაქტატი, რძემჟავა, პოლისორბატ 60, სორბიტანის იოსტეარატი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

  • ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიე წინ
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიე, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღო მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერთჯერადად გამოყენება
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

125 მლ. Callusan-ის Hydro C2 ფეხის დამატენიანებელი კრემ-მუსი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Callusan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock