top of page

Vinum C6 ᲙᲠᲔᲛ-ᲛᲣᲡᲘ ᲓᲐᲦᲚᲘᲚᲘ ᲤᲔᲮᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ (125 ᲛᲚ) - Callusan

SKU 4041986000208
Price

41,00GEL

  • ასტიმულირებს ვენებში სისხლის მიმოქცევას 

  • ხსნის სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნებას

  • აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი

  • გამაგრილებელი და დამატენიანებელი ინგრედიენტები ქმნის სიმსუბუქისა და სიახლის შეგრძნებას

  • ანთების საწინააღმდეგო, გამაგრილებელი კრემ-მუსი განკუთვნილია დაღლილი ფეხებისთვის - მათთვის, ვინც მუდმივად ფეხზე დგას ან ვინც დიდ დროს ატარებს მჯდომარე მდგომარეობაში - სახლში, სამსახურში ან გრძელი მოგზაურობის დროს
  • ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პოდოლოგების მიერ
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • ეკონომიური აპლიკაცია - ტერფის კრემ-მუსის 125 მლ.-იანი მოცულობა განკუთვნილია 140-160 გამოყენებისთვის
  • დამზადებულია გერმანიაში

 

 ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲘᲮᲘᲚᲔ ᲕᲘᲓᲔᲝ 

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

კალუსანის Vinum C6 კრემ-მუსი სპეციალურად შექმნილია ფეხების შეშუპების, სიმძიმის, დაღლილობის შესამსუბუქებლად და თავიდან ასაცილებლად. ყურძნის ფოთლებისა და ცხენისწაბლას ექსტრაქტის კომბინაცია მასში შემავალი ფლავონოიდების წყალობით ასტიმულირებს ვენებში სისხლის მიმოქცევას, ხსნის სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. გამაგრილებელი და დამატენიანებელი ინგრედიენტები ქმნის სიმსუბუქისა და სიახლის შეგრძნებას, ხოლო შიის კარაქი, ჟოჟობას ზეთი და ვიტამინები იძლევა ხანგრძლივ დამატენიანებელ ეფექტს.

 

კალუსანის ეს პროდუქტი იდეალურია მათთვის, ვინც მუდმივად ფეხზე დგას, ასევე, მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს მჯდომარე მდგომარეობაში - სახლში, სამსახურში ან გრძელი მოგზაურობის დროს.

 

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია, კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: ნუშის ზეთი, შარდოვანა, ცხენისწაბლას ექსტრაქტი, შიის კარაქი, მენთოლი, ვაზის ფოთლის ექსტრაქტი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, გლიცერინი, ბუტანი, C12-13 ალკილ ლაქტატი, ცეტერილის სპირტი, ცეტერილ გლუკოზიდი, პროპანი, სორბიტოლი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, C12-15 ალკილ ბენზოატი, ფენოქსიეთანოლი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, იზოპროპილის სპირტი, ვიტამინი E, ეთილჰექსილგლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, იზობუტანი, რძემჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

  • ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიე წინ
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიე, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღო მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერთჯერადად გამოყენება
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

125 მლ. Callusan-ის Vinum C6 კრემ-მუსი დაღლილი ფეხებისთვის.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Callusan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page