top of page

Fresh C5 ᲤᲔᲮᲘᲡ ᲓᲔᲝᲓᲝᲠᲐᲜᲢᲘ ᲙᲠᲔᲛ-ᲛᲣᲡᲘ (125 ᲛᲚ) - Callusan

SKU 4041986000048
Original price

41,00GEL

Sale price

36,90GEL

-10%

  • გამაგრილებელი ოთხფაზიანი ეფექტით მარტივად და სწრაფად უმკლავდება ტერფის ოფლიანობას 
  • იცავს ტერფს არასასიამოვნო სუნისგან
  • ებრძვის კანის სოკოვანი დაავადებების განვითარებას 
  • დამატენიანებელი კრემ-მუსი დეოდორანტის ფუნქციით განკუთვნილია ნოტიო, ოფლიანი ტერფების მოვლისთვის, სპორტული აქტივობებისა და ათლეტის ტერფისთვის
  • ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პოდოლოგების მიერ
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • ეკონომიური აპლიკაცია - ტერფის კრემ-მუსის 125 მლ.-იანი მოცულობა განკუთვნილია 140-160 გამოყენებისთვის
  • დამზადებულია გერმანიაში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

კალუსანის Fresh C5 დამატენიანებელი კრემ-მუსი აქტიური, გამაგრილებელი ოთხფაზიანი ეფექტით მარტივად და სწრაფად უმკლავდება ტერფის ოფლიანობას და იცავს მას არასასიამოვნო სუნისგან. დეზინფექციური თვისებების წყალობით ებრძვის კანის სოკოვანი დაავადებების განვითარებას, ხოლო სალბის ექსტრაქტი და მენთოლი უზრუნველყოფს დამატებით დაცვასა და სასიამოვნო სუფთა სურნელს. კრემ-მუსი რეკომენდებულია სპორტული აქტივობების დროს და ათლეტის ტერფის მოვლისთვის.

 

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია, კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: ავოკადოს ზეთი, ჟოჟობას ზეთი, შიის კარაქი, მენთოლი, სალბის ექსტრაქტი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ბუტანი, ტრიეთილ ციტრატი, C12-13 ალკილ ლაქტატი, ცეტერილის სპირტი, პროპანი, ნატრიუმის კაპროილი/ლაუროილ ლაქტატი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, ცეტერილ გლუკოზიდი, ფენოქსიეთანოლი, იზოპროპილის სპირტი, ქსანტანის გუმფისი, იზობუტანი, მეთილ ლაქტატი, ლიმონენი, ეთილჰექსილ გლიცერინი, პარფიუმი, შვიტას ექსტრაქტი, კალიუმის სორბატი, ციტრალი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, სალბის ზეთი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

  • ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიე წინ
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიე, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღო მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერთჯერადად გამოყენება
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

125 მლ. Callusan-ის Fresh C5 ფეხის დეოდორანტი კრემ-მუსი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Callusan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page