top of page

Verde C8 ᲙᲠᲔᲛ-ᲛᲣᲡᲘ ᲜᲔᲘᲠᲝᲓᲔᲠᲛᲘᲢᲘᲡᲗᲕᲘᲡ - Callusan

Price

47,00GEL

-10%

  • ამცირებს სიწითლესა და გაღიზიანებას 
  • ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის აღდგენასა და უჯრედების რეგენერაციას
  • ატენიანებს კანს, ზრდის კანის ელასტიურობას და აძლიერებს ტენის შეკავებას კანის ღრმა ფენებში
  • დამატენიანებელი კრემ-მუსი განკუთვნილია ნეიროდერმატიტისა და ფსორიაზისთვის, ასევე, მშრალი, გაღიზიანებული, ქავილისკენ მიდრეკილი კანის მოვლისთვის
  • ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პოდოლოგების მიერ
  • რეკომენდებულია დიაბეტური ტერფის მოვლისთვის
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • დამზადებულია გერმანიაში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

კალუსანის Verde C8 დამატენიანებელი კრემ-მუსი შექმნილია უკიდურესად მგრძნობიარე, ატოპიური, გაღიზიანებული და მშრალი კანისთვის. უნიკალური ფორმულით შემუშავებული მოვლის კომპლექსი აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებს სწრაფი და მდგრადი ეფექტის მისაღებად.

 

  • შარდოვანა 5%: აძლიერებს ტენის შეკავებას, ტოვებს კანს რბილს, ელასტიურსა და გლუვს გამოშრობის ან გაღიზიანების გარეშე
  • კანაფის თესლის ზეთი: მდიდარია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით. ის ატენიანებს, ზრდის კანის ელასტიურობას, ამცირებს სიწითლესა და გაღიზიანებას
  • ფურისულას ზეთი: აძლიერებს კანის ბარიერს და ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას. ასევე, ეხმარება კანს განახლებაში, არბილებს და ამცირებს აქერცვლას
  • ბარამბოს ეთერზეთი: დამამშვიდებელი ეფექტის წყალობით ხსნის დაძაბულობას და აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს 

 

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია, კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: შარდოვანა, კანაფის თესლის ზეთი, კანაბიდიოლი,  ფურისულას ზეთი, შიის კარაქი, ციტრონელას ზეთი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, გლიცერინი, ცეტერილის სპირტი, C12-13 ალკილ ლაქტატი, C12-15 ალკილ ბენზოატი, ცეტერილ გლუკოზიდი, პროპანი, ლორეტ-9, სორბიტოლი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, სტეარინის მჟავა, ფენოქსიეთანოლი, საქარიდის იზომერატი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, ქსანტანის გუმფისი, იზობუტანი, ეთილჰექსილგლიცერინი, რძემჟავა, ნატრიუმის ციტრატი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

  • ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიე წინ
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიე, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღო მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერთჯერადად გამოყენება
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

Callusan-ის Verde C8 კრემ-მუსი ნეიროდერმატიტისთვის შეგიძლია შეიძინო ორი მოცულობით - 40 და 175 მლ.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Callusan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲛᲝᲪᲣᲚᲝᲑᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page