top of page

Rapid C7 ᲙᲠᲔᲛ-ᲛᲣᲡᲘ ᲢᲔᲠᲤᲘᲡ ᲡᲝᲙᲝᲡ ᲡᲐᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲝᲓ (125 ᲛᲚ) - Callusan

SKU 4041986999342
Original price

41,00GEL

Sale price

36,90GEL

-10%

  • ეფექტურად ატენიანებს და აღადგენს გამომშრალ კანს 

  • ხელს უწყობს კანში ტენის ხანგრძლივ შენარჩუნებას

  • კანი ხდება შესამჩნევად გლუვი და ელასტიური რამდენიმე გამოყენების შემდეგ

  • აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის

  • დამატენიანებელი კრემ-მუსი განკუთვნილია ათლეტის ტერფისა და დიაბეტური ტერფის, ასევე, სოკოს მიმართ სენსიტიური კანის მოვლისთვის
  • ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პოდოლოგების მიერ
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • ეკონომიური აპლიკაცია - ტერფის კრემ-მუსის 125 მლ.-იანი მოცულობა განკუთვნილია 140-160 გამოყენებისთვის
  • დამზადებულია გერმანიაში

 

 ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲘᲮᲘᲚᲔ ᲕᲘᲓᲔᲝ 

 

ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

კალუსანის კრემ-მუსი Rapid C7 ეფექტურად ატენიანებს და აღადგენს გამომშრალ კანს და განსაკუთრებით რეკომენდებულია დიაბეტური ტერფის მოვლისთვის. ძირითადი დამატენიანებელი კომპონენტი - 5%-იანი შარდოვანა - აღწევს კანის შიდა ფენებში და ხელს უწყობს კანში ტენის ხანგრძლივ შენარჩუნებას. კანი ხდება შესამჩნევად გლუვი და ელასტიური რამდენიმე გამოყენების შემდეგ. ანტიბაქტერიული დაცვის, სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის კრემ-მუსი შეიცავს შავი მოცხარისა და ისლანდიური ხავსის ბუნებრივ ექსტრაქტებს, რომლებიც ხასიათდება ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

 

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია, კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: შარდოვანა 5%, შავი მოცხარის თესლის ზეთი, შიის კარაქი, სქუალინი, შავი მოცხარის ექსტრაქტი, ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ბუტანი, გლიცერინი, C12-13 ალკილ ლაქტატი, C12-15 ალკილ ბენზოატი, ცეტერილის სპირტი, პროპანი, ცეტერილ გლუკოზიდი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, სორბიტოლი, სტეარინის მჟავა, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის კაპროილი/ლაუროილ ლაქტილატი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, ეთილჰექსილგლიცერინი, ჰიდროქსიეთილ აკრილატი/ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ ტაურატის კოპოლიმერი, იზობუტანი, პროპილენ გლიკოლი, რძემჟავა, პოლისორბატ 60, ნატრიუმის ლაქტატი, სორბიტანის იოსტეარატი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

  • ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიე წინ
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიე, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღო მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერთჯერადად გამოყენება
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

125 მლ. Callusan-ის Rapid C7 კრემ-მუსი ტერფის სოკოს საპრევენციოდ.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Callusan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page