top of page

ᲐᲜᲔᲛᲝᲓᲝᲠᲝᲜᲘ (50 ᲛᲚ) - Weleda

SKU -00042671
Price

95,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ანემოდორონი (Anaemodoron®) გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა: ორსულობა, სისხლის დაკარგვა მშობიარობის დროს, ლაქტაცია, ორგანიზმის გადატვირთვა, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, გასტროენტერალური ან/და ცხვირიდან სისხლდენა, ასევე, არასრულფასოვანი კვებითი რაციონი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს: ფიზიკური და ემოციური გადაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, გამოფიტვა, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე, ფრჩხილების ატროფია, რკინადეფიციტური ანემია. თუ რკინის სუბსტიტუცია ხდება ექიმის მიერ დანიშნული რკინის მედიკამენტებით, ანემოდორონი აუმჯობესებს მათ შეწოვას.

 

ტყის მარწყვის ნაყოფი გაცილებით მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და რკინით, გააჩნია კონცენტრაციისა და იმუნიტეტის გასაუმჯობესებელი, ანემიის სამკურნალო თვისებები. თავის მხრივ, ჭინჭარს გააჩნია იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ღვიძლის ფუნქციის ხელშემწყობი თვისებები, შეიცავს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინას და გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

ტყის მარწყვის ნაყოფის ეთანოლური გამონაწვლილი, ჭინჭრის ეთანოლური გამონაწვლილი, თაფლი.

 

შეიცავს 21% ალკოჰოლსა და საქაროზას - თუ გაქვს აუტანლობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ანემოდორონის მიღებამდე მიმართე ექიმს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართე ექიმს. თუ სხვა მითითება არ არსებობს:

 

მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან - 10-20 წვეთი

6-11 წლის ბავშვები - 5-10 წვეთი

1-5 წლის ბავშვები - 3-5 წვეთი

 

წვეთები მიიღება 1-3-ჯერ დღეში ჭამის წინ, უმჯობესია მცირე რაოდენობით წყალში გახსნილი. სითხე გამოყენებამდე შეანჯღრიე.

 

თუ წინა დოზის მიღება დაგავიწყდა, არ მიიღო ორმაგი დოზა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page