top of page

ᲒᲔᲜᲪᲘᲓᲝ 1% (8 ᲐᲛᲞᲣᲚᲐ) - Weleda

SKU -01622815
Price

69,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

გენციდო 1% არის ალერგიული დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი წამალი.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

1 ამპულა შეიცავს: ლიმონის წვენი (Citrus limon, Succus) 8 მგ /კომშის  ნედლი ნაყოფის წყლიანი ექსტრაქტი (Cydonia oblonga, Fructus rec.) (1:2,1) 12 მგ.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

გენციდო შეგიძლია გამოიყენო როგორც საინექციო ხსნარი კანქვეშა ინექციისთის ან საინჰალაციოდ.

 

პროფილაქტიკური ფაზა - კვირაში 1-2-ჯერ 1 მლ. საინექციო ხსნარი კანქვეშა ინექციისთვის. პროფილაქტიკური მიზნით გენციდოს გამოყენებას შეძლებისდაგვარად უკვე იანვარში ან თებერვალში იწყებენ. პროფილაქტიკური მკურნალობა რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს კურსის სახით, ადრეული გაზაფხულიდან. ალერგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იზრდება გენციდოს (5%) კონცენტრაცია.

 

სამკურნალო ფაზა - დღეში ერთხელ 1 მლ. გენციდო 5% კანქვეშა ინექციისთვის.

კანქვეშა ინექცია კეთდება უპირატესად კეფის მიდამოში ან მკლავის გარე ზედაპირზე.

 

ინჰალაცია - ხორციელდება ინჰალატორის დახმარებით. ინჰალაციისთვის გამოიყენება 1-2 მლ. საინექციო ხსნარი დღეში 1-2-ჯერ. აპარატის მწარმოებლისა და მკურნალი ექიმის მითითების მიხედვით შესაძლებელია საინექციო ხსნარის ფიზიოლოგიური ხსნარით გაზავება 1:1 - 1:2 პროპორციით.

 

  • 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინექციების ნაცვლად მიმართავენ ინჰალაციას (ბავშვმა იმდენჯერ უნდა შეისუნთქოს, რამდენი წლისაც არის).
  • 10 წლის ასაკს ზემოთ მწვავე სტადიაში ინიექციებთან ერთად დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინჰალაციაც.

 

უკუჩვენება - ციტრუსის მიმართ მომატებული ზემგრძნობელობა.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

8 ამპულა გენციდო 1%.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page