top of page

ᲒᲔᲜᲪᲘᲓᲝ 5% (8 ᲐᲛᲞᲣᲚᲐ) - Weleda

SKU -01622778
Price

69,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

გენციდო 5% არის ალერგიული დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი წამალი.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ალერგიული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
  • ალერგიული რინიტი
  • სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები, მაგალითად, პოლინოზი (მცენარეთა მტვრის მიმართ ალერგია)

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

1 ამპულა შეიცავს: ლიმონის წვენი (Citrus limon, Succus)  40მგ /კომშის  ნედლი ნაყოფის წყლიანი ექსტრაქტი (Cydonia oblonga, Fructus rec.) (1:2,1) 60მგ.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

გენციდო შეგიძლია გამოიყენო როგორც საინექციო ხსნარი კანქვეშა ინექციისთის ან საინჰალაციოდ.

 

პროფილაქტიკური ფაზა - კვირაში 1-2-ჯერ 1 მლ. საინექციო ხსნარი კანქვეშა ინექციისთვის. პროფილაქტიკური მიზნით გენციდოს გამოყენებას შეძლებისდაგვარად უკვე იანვარში ან თებერვალში იწყებენ. პროფილაქტიკური მკურნალობა რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს კურსის სახით, ადრეული გაზაფხულიდან.

 

სამკურნალო ფაზა - დღეში ერთხელ 1 მლ. გენციდო 5% კანქვეშა ინექციისთვის.

კანქვეშა ინექცია კეთდება უპირატესად კეფის მიდამოში ან მკლავის გარე ზედაპირზე.

 

ინჰალაცია - ხორციელდება ინჰალატორის დახმარებით. ინჰალაციისთვის გამოიყენება 1-2 მლ. საინექციო ხსნარი დღეში 1-2-ჯერ. აპარატის მწარმოებლისა და მკურნალი ექიმის მითითების მიხედვით შესაძლებელია საინექციო ხსნარის ფიზიოლოგიური ხსნარით გაზავება 1:1 - 1:2 პროპორციით.

 

  • 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინექციების ნაცვლად მიმართავენ ინჰალაციას (ბავშვმა იმდენჯერ უნდა შეისუნთქოს, რამდენი წლისაც არის).
  • 10 წლის ასაკს ზემოთ მწვავე სტადიაში ინიექციებთან ერთად დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინჰალაციაც.

 

უკუჩვენება - ციტრუსის მიმართ მომატებული ზემგრძნობელობა.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

8 ამპულა გენციდო 5%.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page