top of page

ᲔᲠᲘᲖᲘᲓᲝᲠᲝᲜ 2 ᲢᲐᲑᲚᲔᲢᲔᲑᲘ - Weleda

SKU -00764571
Price

60,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ერიზიდორონ 2 არის აკნესა და კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი საშუალება. არყის ხის ნაშირისა და გოგირდის ბუნებრივი კომპოზიცია აუმჯობესებს კანისა და მომნელებელი სისტემის მეტაბოლურ ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
Carbo Betulae, არყის ხის ნახშირი, გოგირდის ტრიტურაცია, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმის ბეჰენატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

 

 

ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

წამალი შეიცავს ლაქტოზას - თუ შენთვის ცნობილია, რომ გაქვს ლაქტოზის აუტანლობა, წამალი მიიღე მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. ხორბლის სახამებელი შესაძლოა შეიცავდეს მცირე რაოდენობით გლუტენს, თუმცა მცირე კონცენტრაციის გამო ცელიაკიის მქონე პაციენტებისთვის უსაფრთხოდ ითვლება.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

არ მიიღო პროდუქტი ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, თუ გაქვს მომატებული მგრძნობელობა არყის ხის ნახშირის, გოგირდის, ხორბლის სახამებლის ან სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათად შეიძლება იყოს ზემგრძნობელობის რეაქციები შემადგენელი კომპონენტების მიმართ.


ყოველთვის მიიღე Erysidoron® 2 ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ ექიმმა სხვა სახით არ დანიშნა:

 

 

  • ქრონიკული, მორეციდივე ანთების დროს მიიღე 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში. ქვემწვავე სტადიაზე, საჭიროების შემთხვევაში, მიიღე 1 ტაბლეტი საათში მონაცვლეობით Erysidoron® 1-თან ერთად - 6-ჯერ დღეში
  • 3-დან 6 წლამდე ასაკის პატარები იღებენ 1/2 ტაბლეტს ერთჯერადად, ხოლო 12 წლამდე ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს

 

მიიღე ტაბლეტები სითხესთან ერთად, მცირეწლოვან ბავშვებს ადვილად გადაყლაპვის მიზნით უნდა მიეცეთ დაქუცმაცებული ტაბლეტები.

 

თუ წინა დოზის მიღება დაგავიწყდა, არ მიიღო ორმაგი დოზა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page