top of page

ᲙᲔᲤᲐᲚᲝᲓᲝᲠᲝᲜᲘ 5% (100 ᲢᲐᲑᲚᲔᲢᲘ) - Weleda

SKU -08525067
Price

46,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

კეფალოდორონი გამოიყენება სისხლძარღვებით განპირობებული თავის ტკივილების, შაკიკის, ტვინის შერყევის შემდეგ ჩივილების, ნერვული გამოფიტვის დროს.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

რკინა-კვარცის პირველადი სუბსტანცია, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმის ბეჰენატი.

 

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას - ტაბლეტები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღე, თუ იცი, რომ გარკვეული სახის შაქრების მიმართ აუტანლობა გაქვს. ასევე, ხორბლის სახამებელი შეიძლება უმნიშვნელო რაოდენობით გლუტენს შეიცავდეს, თუმცა ის ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისთვისაც ასატანად ითვლება.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

არ მიიღება:

 

  • სიდეროზიას და ჰემოქრომატოზისა დროს
  • დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს სისხლის წითელი ბურთულაკების გაძლიერებული დაშლა (ქრონიკული ჰემოლიზები)
  • ხორბლის სახამებლის ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ ზემგრძნობელობის შემთხვევაში
  • 1 წლამდე ასაკის ჩვილებში, თაფლის შემცველობის გამო და ასევე, 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კეფალოდორონი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

მწვავე დაავადების მკურნალობა 2 კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართე ექიმს. ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობის დასადგენად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ასევე, განმეორებადი, გახანგრძლივებული ან გაურკვეველი ჩივილების შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მიღებული დოზირება შემდეგია:

 

  • მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკს ზემოთ: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში
  • ბავშვები 5 წლის ასაკიდან: 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში.

 

კეფალოდორონის ტაბლეტები დაუღეჭავად უნდა მიიღო წყალთან ერთად. თუ გადაყლაპვამდე კეფალოდორონის ტაბლეტებს გაღეჭავ, რკინის შემცველობის გამო შეიძლება შეგეფეროს კბილები და იგრძნო მეტალის გემო.

 

თუ წინა დოზის მიღება დაგავიწყდა, არ მიიღო ორმაგი დოზა.

 

ხორბლის სახამებელს შეუძლია ზემგრძნობელობის რეაქციების გამოწვევა.

კეფალოდორონის ტაბლეტების მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს განავლის ფერის გამუქებას - ეს რკინის შემცველობით აიხსნება და სრულიად უსაფრთხოა.

მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში კეფალოდორონის ტაბლეტების მიღების შემდეგ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სიმძიმის შეგრძნება.

 

რკინის შემცველი მედიკამენტები ერთდროულად მიღებული ტეტრაციკლინების რეზორბციას აფერხებს. შესაბამისად, ტეტრაციკლინის შემცველი მედიკამენტებით მკურნალობისას კეფალოდორონის ტაბლეტები არ უნდა გამოიყენო. ალუმინის, კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები (კუჭის წვენის სიჭარბის საწინააღმდეგო მედიკამენტები) და ქოლესტირამინი (მედიკამენტი ქოლესტერინის მაღალი შემცველობის სამკურნალოდ) ამცირებს რკინის შეთვისებას და ამიტომ შეიძლება შეასუსტოს კეფალოდორონის ტაბლეტების ეფექტურობა. აგრეთვე, ეს ეხება შავ ჩაის, ყავას, რძესა და ალკოჰოლს - ამიტომ კეფალოდორონის ტაბლეტები ამ სითხეებთან ერთად არ უნდა მიიღო.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

100 ტაბლეტი კეფალოდორონი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page