top of page

ᲐᲛᲐᲠᲐ ᲢᲠᲝᲞᲤᲔᲜ - ᲛᲬᲐᲠᲔ ᲬᲕᲔᲗᲔᲑᲘ (50 ᲛᲚ) - Weleda

SKU -01390138
Price

43,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ამარა ტროპფენ (Amara-Tropfen) გამოიყენება მონელების ფუნქციური დარღვევის დროს, მაგალითად, უმადობისა და გულძმარვის დროს. პრეპარატი ხსნის სიმძიმის, სისავსისა და ღებინების შეგრძნებას ჭამის შემდეგ და ააქტიურებს მომნელებელი წვენების გამოყოფას.

 

სამკურნალო საშუალება გამოიყენება საჭმლის მომნელებელი წვენების სინთეზისა და სეკრეციის ფუნქციური მოშლისას, ასევე, კუჭისა და წვრილი ნაწლავის მოტორიკის დარღვევისა და ამით გამოწვეული მდგომარეობების დროს - გულძმარვა, უმადობა, გულისრევა, ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება.

 

Weleda Amara-Tropfen არის 9 სამკურნალო მცენარის კომპოზიცია, რომლებიც მწარე ნივთიერებებს შეიცავს. მწარე ნივთიერებებს გააჩნია მატონიზირებელი, მადის მომგვრელი, ნერწყვისა და კუჭის წვენის სეკრეციის (პეპსინი, მარილმჟავა) გამაქტიურებელი თვისებები. ასევე, მწარე ნივთიერებები პოზიტიურ გავლენას ახდენს კუჭისა და წვრილი ნაწლავის მოტორიკაზე.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

10 გ. (= 10,4 მლ) შეიცავს: აქტიური სუბსტანციები: აბზინდის ბალახის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,15 გ / ასისთავას ბალახის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,075 გ / ვარდკაჭაჭას მთელი მცენარის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,6 გ / ნაღველას სპირტიანი მონახარში Ø  0,36 გ / ღვიის ღეროს სპირტიანი გამონაცემი Ø (HAB, V. 20) 0,05 გ / ფარსმანდუკის ბალახის სპირტიანი გამონაცემი Ø (HAB, V. 20) 2,0 გ / ტყის კამის ფესურის სპირტიანი მონახარში (1:2,15) 0,15 გ / სალბის სპირტიანი გამონაცემი Ø 1,0 გ / ბაბუაწვერას ნაყენი Ø 0,32 გ./ სხვა ინგრედიენტები: 96% ეთანოლი, გამოხდილი წყალი.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

მწარე წვეთები არ მიიღება ვარდკაჭაჭას ან სხვა რთულყვავილოვანთა მიმართ ზემგრძნობელობის შემთხვევაში, ასევე, 1 წლამდე ასაკის ჩვილებში, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება. ღვიძლის დაავადებების მქონე პირებმა მწარე წვეთები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღონ.

 

უმადობის შემთხვევაში მწარე წვეთები მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის შემთხვევაში და ისეთი ჩივილების დროს, როგორებიცაა გულისრევის ან სიმძიმის შეგრძნება, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად მწარე წვეთები საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ უნდა მიიღო, უმჯობესია წყალში გაზავებული სახით.

 

  • მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან: 10-15 წვეთი
  • 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 5-8 წვეთი
  • 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-5 წვეთი

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

50 მლ. მწარე წვეთები.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page