top of page

ᲐᲠᲜᲘᲙᲐᲡ ᲛᲐᲚᲐᲛᲝ 30% (25 Გ) - Weleda

SKU 4001638035903
Price

35,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

არნიკას მალამო 30% (Arnika-Salbe 30%) გამოიყენება მექანიკური დაზიანებით გამოწვეული ტრავმების სამკურნალოდ, მათ შორის, ხანგრძლივი მკურნალობისთვის. ჩვენებებია: მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება, ასევე, სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ყველა სახის ბლაგვი დაზიანება, როგორებიცაა დაჟეჟილობა, დაწეწკა, დაჭიმვა, სისხლჩაქცევები.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

არნიკას მთელი მცენარის სპირტიანი ექსტრაქტი, მალამოს ფუძე: არაქისის რაფინირებული ზეთი, ცეტილსტეარილის სპირტი, თაფლის სანთელი, ნატრიუმცეტილსტეარილსულფატი, გლიცეროლ სტეარატი, გამოხდილი წყალი.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ველედას არნიკას მალამო არ უნდა გამოიყენო ღია ჭრილობებზე, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ზემგრძნობელობის/ალერგიის შემთხვევაში არნიკას ან სხვა რთულყვავილოვანთა, მაგალითად, ქრიზანთემებისა და ფარსმანდუკის მიმართ, აგრეთვე, არაქისისა და სოიას ზეთების ან მალამოს ფუძის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ.

 

მატყლის ცვილსა და მატყლის ცვილის სპირტებს შეუძლია კანის ლოკალური რეაქციის (კონტაქტური დერმატიტი) გამოწვევა.

 

მალამო დღეში 3-5-ჯერ დაიტანე დაზიანებულ ადგილებზე, მალამოს გამოყენების შემდეგ კი ხელები გულდასმით დაიბანე საპნით.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°C-ს. შეფუთვის გახსნის შემდეგ მალამო ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

25 გრ. არნიკას მალამო 30%.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page