top of page

ᲐᲣᲠᲣᲛ/ᲚᲐᲕᲐᲜᲓᲣᲚᲐ ᲙᲝᲛᲞ. ᲛᲐᲚᲐᲛᲝ (70 Გ) - Weleda

SKU -05486674
Price

97,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

აურუმ ლავანდულას მალამოს თერაპიულ შედეგს განაპირობებს ვარდისა და ლავანდის ეთერზეთების სასიამოვნო სურნელი რელაქსაციისა და დაძაბულობის მომხსნელი ეფექტით და მეტალური ოქროს სამკურნალო თვისება, აღადგინოს გულის წონასწორული მდგომარეობა და გააუმჯობესოს მისი მედეგობა გარე და შიდა უარყოფითი ფაქტორების მიმართ.

 

ის გამოიყენება, როცა გახანგრძლივებულ ძლიერ ემოციურ დატვირთვაზე (როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური) გული მტკივნეულად რეაგირებს და გულ-მკერდის არეში თავს იჩენს მოჭერის უსიამოვნო შეგრძნება, პულსის ცვალებადობა მოსვენებულ მდგომარეობაში, გულის უმიზეზო ფრიალი, „ბუდიდან ამოვარდნა“, კარდიოფობია (შიში იმისა, რომ გეშინია ე.წ. შიშის შიში), შფოთი და ნევროზული შიში.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ვეგეტატიური ჩივილები
  • გულის ნევროზი
  • გულის ფრიალი
  • ასევე, გამოიყენება მოგზაურობასთან დაკავშირებული მომატებული შფოთისა და შიშის დროს

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • 10 გ. შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: Aurum metallicum praeparatum Dil. D4 (D4 მეტალური ოქრო დამზადებულია გამოხდილი წყლით) 1 გ. / Lavandulae aetheroleum (ლავანდის ეთერზეთი) 0,03 გ. / Aetheroleum extractum e floribus recentibus Rosae damascenae et centifoliae (დამასკოს ვარდის გვირგვინის ფურცლების ეთერზეთი) (Blüte zu Extrakt ca. 500:1) 0,03 გ.
  • მალამოს ფუძე: პარაფინი, Protegin® WX (ყვითელი ვაზელინი, ცერეზინი, ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, გლიცეროლის მონოიზოსტეარატი, პოლიგლიცეროლ-3-ოლეატი), ყვითელი ვაზელინი, გამოხდილი წყალი.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

თუ სხვა მითითება არ არსებობს, 12 წლიდან ზემოთ ინიშნება 2-3 სმ. სიგრძის მალამო 1-2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) გულის მიმდებარედ და პულსაციის არეზე შესაზელად. 3-დან 11 წლამდე ბავშვებში კი 0.5-1 სმ. სიგრძის მალამო 1-2-ჯერ დღეში გულის მიმდებარედ და პულსაციის არეზე შესაზელად. ასევე, გამოიყენება გულზე საფენის სახით.

 

შეიცავს ლავანდის ეთერზეთს, არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და ლავანდის ეთერზეთის მიმართ ზემგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

70 გ. აურუმ/ლავანდულა კომპ. მალამო

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page