top of page

ᲒᲐᲛᲬᲛᲔᲜᲓᲘ & ᲒᲐᲛᲐᲦᲘᲐᲕᲔᲑᲔᲚᲘ ᲢᲝᲜᲔᲠᲘᲡ ᲞᲔᲓᲔᲑᲘ (35 ᲪᲐᲚᲘ) - Glow Hub

SKU 5019607247614
Price

45,00GEL

  • ტონერის პედები განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, იდეალურია აკნესკენ  მიდრეკილი კანისთვის
  • ებრძვის აკნეს, იდეალურად აშორებს ყოველდღიურ ჭუჭყს და ამცირებს ცხიმის გამოყოფას, ამასთან, აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს და ანიჭებს მას ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub გამწმენდი და გამაღიავებელი ტონერის პედები აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის ებრძვის აკნეს მოცვისა და შავი ჩაის ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედების დახმარებით. პედები იდეალურად ასუფთავებს ყოველდღიურ ჭუჭყს და ამცირებს ცხიმის გამოყოფას, აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს და ანიჭებს მას ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას. სალიცილის მჟავის დახმარებით ანახლებს კანის სტრუქტურას და აშორებს მას მკვდარ უჯრედებს. ამასთან, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს და უზრუნველყოფს ხავერდოვან შეგრძნებას კანზე. პროდუქტი ხასიათდება ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედებით.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: მოცვის ექსტრაქტი, შავი ჩაი, სალიცილის მჟავა
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, დენატურირებული სპირტი, პოლისორბიტი 20, peg-40, ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, შავი კოჰოშის ფესვის ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ფენოქსიეთანოლი, peg-7 გლიცერილ კოკოატი, გლიცერინი, პარფიუმი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთილჰექსილგლიცერინი, ალკოჰოლი, კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის ბენზოატი, ტრინატრიუმი EDTA, ციტრალი, ჰექსილ ცინამალი, ლიმონენი, ლინალოოლი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პედების გამოყენება რეკომენდებულია ყოველ 2-3 დღეში ერთხელ - პედის დახმარებით გაიწმინდე სახე და ყელი მსუბუქი მოძრაობით. არ საჭიროებს ჩამობანას.

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

35 ცალი გამწმენდი და გამაღიავებელი ტონერის პედი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock