top of page

ᲓᲐᲛᲐᲛᲨᲕᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ & ᲓᲐᲛᲐᲠᲑᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲨᲠᲐᲢᲘᲡ ᲛᲘᲡᲢᲘ (90 ᲛᲚ) - Glow Hub

SKU 5019607247584
Price

50,00GEL

  • შრატის მისტი იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის
  • ეფექტურად ამშვიდებს ეპიდერმისს, აღადგენს კანის ბარიერს და ამცირებს სიწითლეს
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub დამამშვიდებელი და დამარბილებელი შრატის მისტი ომეგა 3-ით გამდიდრებული კანაფის ზეთისა და ანთების საწინააღმდეგო ჟოჟობას ექსტრაქტის დახმარებით ეფექტურად ამშვიდებს ეპიდერმისს, აღადგენს კანის ბარიერს და ამცირებს სიწითლეს. თავის მხრივ, ჰიალურონის მჟავა დამატებით უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ამცირებს სიმშრალესა და დაჭიმულობას. პროდუქტი  ტოვებს სასიამოვნო კომფორტულ შეგრძნებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: კანაფის თესლის ზეთი, ჟოჟობა, ჰიალურონის მჟავა
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, პროპილენ გლიკოლი, პოლისორბიტი 20, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ეთილჰექსილგლიცერინი, პარფიუმი, ნატრიუმის გლუკონატი, ბენზილის სპირტი, ბენზილ ბენზოატი, ბენზილ სალიცილატი, ჰექსილ ცინამალი, ჰიდროქსიციტრონელალი, Ci 19140 (ყვითელი 5), Ci 42090 (ლურჯი1)

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

მისტის გამოყენება შეგიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაკიაჟის წინ ან მის შემდეგ. პროდუქტი შეანჯღრიე 2-3-ჯერ და უხვად შეისხურე თვალდახუჭულ მდგომარეობაში. 

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

90 მლ. დამამშვიდებელი და დამარბილებელი შრატის მისტი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page