top of page

ᲛᲙᲕᲔᲑᲐᲕᲘ & ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲜᲘᲐᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲨᲠᲐᲢᲘᲡ ᲛᲘᲡᲢᲘ (90 ᲛᲚ) - Glow Hub

SKU 5019607247539
Price

50,00GEL

  • მკვებავი და დამატენიანებელი შრატის მისტი იდეალურია მშრალი კანისთვის
  • მომენტალურად აცოცხლებს კანს, ანიჭებს სიმსუბუქისა და სიახლის შეგრძნებას
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub მკვებავი და დამატენიანებელი მისტი იდეალურია მშრალი კანისთვის. ის მომენტალურად აცოცხლებს კანს, ანიჭებს მას სიმსუბუქისა და სიახლის შეგრძნებას. თავის მხრივ, ფორმულაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ამშვიდებს და ხანგრძლივად ატენიანებს კანს, ხოლო ატმისა და ქოქოსის ექსტრაქტი დამატებით სძენს კანს აბრეშუმისებრ ბზინვარებას და იცავს მის ბარიერს. მისტი გამოირჩევა სასიამოვნო და მდგრადი სურნელით, რაც მეტად კომფორტულს ხდის პროდუქტის გამოყენებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: ატმის ექსტრაქტი, ქოქოსის ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავა
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, პროპილენ გლიკოლი, პოლისორბატ 20, ნატრიუმის ჰიალურონატი, ფენოქსიათანოლი, პროპილენ გლიკოლი, გლიცერინი, ეთილჰექსილგლიცერინი, პარფიუმი, ნატრიუმის გლუკონატი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, სორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, ბენზილის სპირტი, ბენზილ ბენზოატი, გერანიოლი, ლინალოლი, CI 16035 (წითელი 40), CI 19140 (ყვითელი 5)

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

მისტის გამოყენება შეგიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაკიაჟის წინ ან მის შემდეგ. პროდუქტი შეანჯღრიე 2-3-ჯერ და უხვად შეისხურე თვალდახუჭულ მდგომარეობაში. 

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

90 მლ. მკვებავი და დამატენიანებელი შრატის მისტი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page