top of page

ᲛᲙᲕᲔᲑᲐᲕᲘ & ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲜᲘᲐᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲜᲘᲦᲐᲑᲘ-ᲡᲢᲘᲙᲘ (35 Გ) - Glow Hub

SKU 5019607247546
Price

45,00GEL

  • ნიღაბი-სტიკი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის
  • ხელს უწყობს კანის დატენიანებას, გამკვრივებასა და გაჯანსაღებას, აქრობს სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub მკვებავი და დამატენიანებელი სახის ნიღაბი-სტიკი ატმის ექსტრაქტის შემცველობით ხელს უწყობს კანის დატენიანებას, გამკვრივებასა და გაჯანსაღებას. მისი ანტიოქსიდანტური ბუნების დახმარებით აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ფორმულაში შემავალი ქოქოსის ექსტრაქტი ასუფთავებს კანს, ამცირებს სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას, ხოლო ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს კანის ელასტიურობასა და სირბილეს. პროდუქტი გამოყენების შემდეგ ტოვებს სასიამოვნო, კომფორტულ შეგრძნებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: ატმის ექსტრაქტი, ქოქოსის ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავა
  • დამხმარე ინგრედიენტები: ალოეს წვენი, გლიცერინი, კაოლინი, პროპილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი, ჰექტორიტი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ფენოქსიეთანოლი, პოლისორბიტ 20, Peg-40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ეთილჰექსილგლიცერინი, კალიუმის სორბატი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის გლუკონატი, პარფიუმი, ბენზილის სპირტი, ბენზილ ბენზოატი, CI 77491 / CI 77492 / CI 77499 (რკინის ოქსიდი)

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

გამოიყენე კვირაში 1-2-ჯერ - დაიტანე კანზე თხელ ფენად და გაიჩერე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით. პროდუქტი მოარიდე თვალებს.

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

35 გ. მკვებავი და დამატენიანებელი სახის ნიღაბი-სტიკი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page