top of page

ᲛᲙᲕᲔᲑᲐᲕᲘ & ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲜᲘᲐᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲓᲐᲡᲐᲑᲐᲜᲘ ᲑᲐᲚᲛᲘ (100 Გ) - Glow Hub

SKU 5019607247508
Price

55,00GEL

  • დასაბანი ბალმი იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის
  • წმენდს, ატენიანებს, იცავს და ანიჭებს კანს ბზინვარებას
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub მკვებავი და დამატენიანებელი დასაბანი ბალმი წმენდს კანს და აშორებს მაკიაჟს როგორც სახიდან, ისე თვალებიდან. ჰიალურონის მჟავის დახმარებით ბალმი ღრმად ატენიანებს კანს, ხოლო გლიცერინი და ატმის წყალი ამცირებს სიმშრალესა და დაჭიმულობას, უზრუნველყოფს სირბილისა და ტენიანობის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში. ქოქოსის ზეთი ანიჭებს კანს აბრეშუმისებრ ბზინვარებას, სასიამოვნო მდგრადი სურნელი კი მეტად კომფორტულს ხდის პროდუქტის გამოყენებას.    

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: ატმის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჰიალურონის მჟავა
  • დამხმარე ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, ცეტერილის სპირტი, შიის კარაქი, გულყვითელას ცვილი, ჰიდროგენირებული კოკო-გლიცერიდი, ტოკოფეროლი, გლიცერილის სტეარატი, PEG-100 სტეარატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ტრიიზოდეცილის ტრიმელიტატი, პარფიუმი, ბენზილ ბენზოატი, CI 77491/ CI 77492/ CI 77499 (რკინის ოქსიდები), CI 77891 (ტიტანის დიოქსიდი)


ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

 

ბალმის მცირე რაოდენობა დაიტანე სახესა და თვალებზე, წრიული მოძრაობებით ნაზად დაიმასაჟე კანი, სანამ პროდუქტი სრულად არ შეერევა მაკიაჟის ნარჩენებს. შემდეგ ბალმის მოსაშორებლად გამოიყენე სველი ნაჭერი და დაიბანე გამწმენდი გელით. 

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

100 გ. მკვებავი და დამატენიანებელი დასაბანი ბალმი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page