top of page

ᲓᲐᲛᲐᲛᲨᲕᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ & ᲓᲐᲛᲐᲠᲑᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲖᲔᲗᲝᲕᲐᲜᲘ ᲓᲐᲡᲐᲑᲐᲜᲘ ᲒᲔᲚᲘ (120 ᲛᲚ) - Glow Hub

SKU 5019607247553
Price

50,00GEL

  • ზეთოვანი დასაბანი გელი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის
  • შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და ამცირებს შავი წერტილების ხილვადობას, უზრუნველყოფს ნაზ, მაგრამ ეფექტურ წმენდას კანის გამოშრობის გარეშე
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub ზეთოვანი დასაბანი გელი იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის. ომეგა 3-ით გამდიდრებული კანაფის ზეთისა და ანთების საწინააღმდეგო ჟოჟობას ზეთის დახმარებით ეფექტურად ასუფთავებს კანს, შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და ამცირებს შავი წერტილების ხილვადობას. ზეთოვანი დასაბანი გელი აშორებს მაკიაჟის, ტონალური კრემისა და მზისგან დამცავის კვალს, უზრუნველყოფს ნაზი, მაგრამ მაღალი ხარისხის წმენდას კანის გამოშრობის გარეშე. პროდუქტი ხასიათდება დამამშვიდებელი ეფექტით და ეხმარება აკნეს მკურნალობაში. 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: კანაფის თესლის ზეთი, ჟოჟობა, გლიცერინი
  • დამხმარე ინგრედიენტები: მზესუმზირის თესლის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი, ტკბილი ნუშის ზეთი, სუკროზის ლაურატი, პარფიუმი, წყალი, სუკროზის პალმიტატი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ზეთოვანი გელის რამოდენიმე წვეთი დაიტანე ხელის გულზე და წრიული მოძრაობებით ნაზად დაიმასაჟე მშრალი კანი, შემდეგ დაამატე მცირე რაოდენობის წყალი და გააგრძელე მასაჟი 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ პროდუქტი რძედ არ გადაიქცევა, ბოლოს ჩამოიბანე თბილი წყლით. 

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

120 მლ. დამამშვიდებელი და დამარბილებელი ზეთოვანი დასაბანი გელი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock