top of page

ᲕᲔᲜᲐᲓᲝᲠᲝᲜᲘ (200 ᲛᲚ) - Weleda

SKU 4001638501064
Price

60,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ვენადორონი (Weleda Venadoron) კიდურებზე შესაზელი ემულსიაა. პროდუქტი ხსნის დაღლილობას, გააჩნია გამაგრილებელი და ვიტალიზაციის ეფექტი, უვლის შეშუპების გამო დაზიანებულ კანს და ასტიმულირებს მიკროცირკულაციას. უსაფრთხოება დადასტურებულია დერმატოლოგიურად.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

წყალი, სპირტი, ლიმონის ექსტრაქტი, ჰამამელისის დისტილატი, გლიცერინი, არნიკას, ოროვანდის ფესვის, ზამბახის ფესურის, კვრინჩხის ნაყოფისა და კვრინჩხის ტოტის წვერის ექსტრაქტები, ნატრიუმსილიკატი, ქსანთანი, სპილენძის სულფატი, ლიმონმჟავა და ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი.

 

  • არნიკა აუმჯობესებს ცირკულაციას და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
  • ჰამამელისი უზრუნველყოფს სისხლის ნაკადის ოპტიმიზაციას
  • კვრინჩხის ნაყოფი და ყლორტები მატონიზირებელ ეფექტს ავლენს
  • სპილენძის სულფატი ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმებს
  • ბუნებრივი ეთერზეთები უვლის და იცავს დაზიანებული კანის საფარველს

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ვენადორონის გამოყენება შეუძლია ყველას, განსაკუთრებით, წელიწადის ცხელ პერიოდში, როდესაც სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლის ნაკადი ხდება დუნე და კიდურების შეშუპების რისკი მატულობს. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ორსულებში ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემის, ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნებისა და შეშუპების დროს.

 

ვენადორონი გამოიყენება დილას და საღამოს კიდურებზე მსუბუქი შეზელვით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. მოხმარება შესაძლებელია კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარების დროსაც.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page