top of page

ᲕᲘᲖᲘᲝᲓᲝᲠᲝᲜ ᲔᲕᲤᲠᲐᲖᲘᲐ ᲙᲝᲛᲞ. ᲗᲕᲐᲚᲘᲡ ᲛᲐᲚᲐᲛᲝ (5 Გ) - Weleda

SKU -18022775
Price

54,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ჯიბლიბო (Hordeolum) ხშირად წარმოადგენს რეაქციას საცრემლე ჯირკვლის ბაქტერიულ ინფექციაზე. შესაძლოა ჩირქოვანი ანთება განვითარდეს ქუთუთოს საოფლე ჯირკვალზე ან ცხიმოვან ჯირკვალზე ქუთუთოს შიგნით. პირველი ნიშანი არის მარცვლის ზომის, წითელი შეშუპება ქუთუთოზე ან ქუთუთოს კიდეზე, რომელიც ხშირად ძალიან მტკივნეულია და მოგვიანებით ჩირქდება.

 

კორდიკბილას, გულყვითელასა და ეხინაცეას კომბინაცია ამსუბუქებს ჯიბლიბოსა და კონიუნქტივიტის დამახასიათებელ სიმპტომებს. კორდისკბილა ეფექტურია თვალში ანთებითი პროცესით გამოწვეული ქავილის, წვის, ტკივილის, სიწითლისა და ცრემლდენის სამკურნალოდ, გულყვითელა და ეხინაცეა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა, ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს და აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • კონიუნქტივიტი
  • ბლეფარიტი, რომელიც ხასიათდება დილით წებოვანი სეკრეტით, რაც თვალის გახელას უშლის ხელს
  • ქალაზეონი, რომელიც უმეტესად უმტკივნეულო კვანძოვანი შეშუპებით ხასიათდება ქუთუთოს კიდეზე
  • მწვავე და მორეციდივე ჯიბლიბო, რომელიც ხასიათდება მტკივნეული ჩირქოვანი ანთებითი პროცესით

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

1 გ. მალამო შეიცავს: (ეხინაცეა) EchinaceaRh Ø (HAB, V. 21) 0,03 გ. / (კორდისკბილა) EuphrasiaRh Ø (HAB, V. 21) 0,05 გ. / (გულყვითელა) Calendula officinalis e floribus cum calycibus (თხევადი პარაფინი) Paraffinumliquidum (HAB, V. 57) 0,05 გ. დამხმარე ნივთიერებები: (თეთრი ვაზელინი) Weißes Vaselin, (თხევადი პარაფინი) Dickflüssiges Paraffin, (ქოლესტეროლი) Cholesterol, საინექციო წყალი.

 

არ შეიცავს კონსერვანტებს.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

თვალის მალამო არ გამოიყენება შემადგენელი კომპონენტების ან რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

 

გამოიყენება 0 თვიდან, დღეში რამდენჯერმე თვალში ან ქუთუთოებზე წასასმელად.

 

გვერდითი მოვლენები: ლოკალურად ზემგრძნობელობის ან აუტანლობის რეაქციები - წვა, ტკივილი, ცრემლდენა, თვალის სიწითლე, შეშუპება, ქავილი, ასევე, ზოგადი იმუნოლოგიური რეაქციები - გამონაყარი კანზე ან/და ქავილი.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ვარგისია გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

5 გრ. ვიზიოდორონ ევფრაზია კომპ. თვალის მალამო.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page