top of page

ᲙᲐᲚᲛᲔᲓᲝᲠᲝᲜᲘ (10 Გ) - Weleda

SKU -09605236
Price

30,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

კალმედორონის (Calmedoron®) ძველი სახელია ავენა სატივა კომპ. კალმედორონი ამშვიდებს გაღიზიანებულ და აღგზნებულ ნერვებს, ხსნის შფოთსა და დაძაბულობას, ახდენს დღე-ღამის რიტმის სტაბილიზაციას და აიოლებს ჩაძინებას.

 

  • შვრია: ახდენს დღეღამური რიტმების სტაბილიზაციას და ამასთან გააჩნია დამამშვიდებელი და ნერვული სისტემის გამაძლიერებელი მოქმედება
  • სვია: მის ფისოვან და მწარე ნივთიერებებს აქვს დამამშვიდებელი და მონელების ხელშემწყობი თვისებები
  • ვნების ყვავილი: ძილის მომწესრიგებელი,ცდამამშვიდებელი, სპაზმებისა და დაძაბულობის მომხსნელი ეფექტი
  • კატაბალახა: კომპლექსურად მოქმედებს მასში შემავალი ეთერზეთებისა და სხვა ნვთიერებების მეშვეობით, რომელთაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი
  • Coffea tosta D60 (ყავა): ჰომეოპათიური პრინციპების მიხედვით ყავა განზავების მაღალ ხარისხში ხსნის გულის ფრიალს, შფოთსა და უძილობას

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ძილის დარღვევა
  • ნევროზი

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

10 გ. გლობულები შეიცავს: აქტიური სუბსტანციები: ჩვეულებრივი შვრიის დედო ნაყენი Ø 0,5 გ / სვიის დედო ნაყენი Ø 0,024 გ / პასიფლორას დედო ნაყენი Ø 0,15 გ / კატაბალახას სპირტიანი გამონახარში Ø 0,3 გ / მოხალული ყავის სპირტიანი მონახარში D60 0,1 გ.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

კალმედორონი® არ უნდა მიიღო, თუ ზემგრძნობელობა (ალერგია) გაქვს მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

 

ძილისმომგვრელი მოქმედების მქონე მედიკამენტებს, დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაშიც, შეუძლია რეაქციის უნარის დაქვეითების გამოწვევა, რაც გასათვალისწინებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანების მომსახურების დროს.

 

ერთჯერადი დოზირება:

 

  • მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკს ზემოთ - 15 გლობულა
  • 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები - 10 გლობულა
  • 1 წლამდე ასაკის ჩვილები - 5 გლობულა

 

ძილის დარღვევის შემთხვევაში ერთჯერადი დოზა საღამოს, ძილის წინ მიიღება, ნევროზული მდგომარეობის დროს კი შესაბამისი დოზა დღეში ერთხელ მიიღება.

გლობულები პირის ღრუში დააყოვნე და გაწუწნე.

 

თუ დაავადების სურათი გაუარესდა ან 2 კვირის შემდეგ არ დადგა გაუმჯობესება, მიმართე ექიმს.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ზოგჯერ გლობულები შეიძლება ერთმანეთს შეეწებოს. როგორც წესი, როგორც კი ბოთლს შეანჯღრევ, გლობულები ადვილად სცილდება ერთმანეთს. შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30ºC-ს.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

10 გ. კალმედორონის გლობულები.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page