top of page

ᲙᲐᲠᲓᲘᲝᲓᲝᲠᲝᲜᲘ 5% (8 ᲐᲛᲞᲣᲚᲐ) - Weleda

SKU -01620288
Price

65,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

კარდიოდორონი (Cardiodoron 5%) გულ-სისხლძარღვთა სისტემის საბაზისო სამკურნალო საშუალებაა. გულის ფუნქციის მარეგულირებელი უზრუნველყოფს ორგანიზმის სხვადასხვა რითმული პროცესის ინტეგრაციასა და კოორდინაციას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური ჩივილების დროს ოპტიმალურად აწონასწორებს პათოლოგიურ ცვალებადობას ბრადი- და ტაქიკარდიას, ჰიპო- და ჰიპერტენზიას შორის. აღსანიშნავია გულისცემის სიხშირის ნორმალიზება, ღამით სუნთქვისა და პულსის რითმის კოორდინირება და დღის განავლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბლიზაცია.

 

კარდიოდორონი გამოიყენება, როგორც გულის დამცავი ისეთი ქრონიკული თუ მწვავე დაავადებების დროს, რომლებიც მომატებულ რისკს წარმოადგენს გულისა და სისხლძარღვებისთვის, მაგალითად, დეპრესია, სიმსივნე, ინფექციური და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და ზოგადად სტრესით განპირობებული დაავადებები. ასევე, ცირკაიდული რიტმის დარღვევა, ძილთან დაკავშირებული, განსაკუთრებით კი „გულის ფრიალით“ გამოწვეული ჩაძინების პრობლემა.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

ვეგეტატიური სისტემის რითმებისა და კოორდინაციის დარღვევა, მათ შორის, გულის რითმის, ძილის დარღვევები, დისკარდიები, ორთოსტატიული დისრეგულაციები, ასევე, გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები ინფექციური დაავადებების დროს და მათ შემდეგ.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

1 მლ. საინექციო ხსნარის შემადგენლობა: ბრტყელეკალას ყვავილების წყლიანი დიგესციო ლენცოფასთან ერთად 100 მგ / ფურისულას ყვავილების წყლიანი დიგესციო ლენცოფასთან ერთად 100 მგ.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

12 წლამდე ბავშვებში კარდიოდორონის საინექციო ხსნარი არ გამოიყენება, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება.

 

მიიღება კვირაში 2-ჯერ ან ექიმის დანიშნულებისამებრ 1 ამპულა (1 მლ.) კანქვეშა ინექცია.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

8 ამპულა კარდიოდორონი 5%.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page