top of page

ᲙᲐᲠᲓᲘᲝᲓᲝᲠᲝᲜᲘ ᲠᲰ (100 ᲢᲐᲑᲚᲔᲢᲘ) - Weleda

SKU -01894784
Price

43,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

კარდიოდორონი® რჰ ტაბლეტების გამოყენების სფეროებს მიეკუთვნება: ვეგეტატიური რიტმებისა და მათი კოორდინაციის დარღვევები, პირველ რიგში, გულის რიტმის დარღვევები, ძილის დარღვევები, დისკომფორტის შეგრძნება გულის არეში (დისკარდიები) და სისხლის არათანაბარი მიმოქცევა არტერიული წნევის ცვალებადობით (ორთოსტატიკური რეგულაციის დარღვევები), აგრეთვე გულისა და სისხლის მიმოქცევის ფუნქციური დარღვევები ინფექციური დაავადებების დროს და მათ შემდგომ.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ბრტყელეკალას ყვავილის რჰ Ø (HAB, V. 21) 5 მგ / ფურისულას ყვავილის რჰ Ø (HAB, V. 21) 5 მგ / ლენცოფას ბალახის რჰ Ø (HAB, V. 21) 0,2 მგ გამშრალი პრეპარატი. სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმის ბეჰენატი.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

  • კარდიოდორონი® რჰ არ უნდა მიიღო, თუ ფურისულასებრთა ან ხორბლის სახამებლის მიმართ ზემგრძნობელობა (ალერგია) გაქვს
  • გულის არეში ტკივილების დროს, რომლებიც მკლავებს, მუცლის ზედა არეს ან ყელის მიდამოს გადაეცემა, ასევე, ჰაერის უკმარისობის შემთხვევაში დაუყოვნებლად საჭიროა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, გახანგრძლივებული ან განმეორებადი ჩივილების შემთხვევაში მიმართე ექიმს
  • როგორც ყველა სხვა წამალი, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში კარდიოდორონი® რჰ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გამოიყენო
  • ეს წამალი ლაქტოზას შეიცავს, შესაბამისად, თუ იცი, რომ გარკვეული სახის შაქრების მიმართ აუტანლობა გაქვს, ის მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლია მიიღო
  • ეს წამალი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს გლუტენს ხორბლის სახამებლიდან. ითვლება, რომ ის გლუტენისგან თავისუფალია და თუ ცელიაკია გაქვს, უკიდურესად დაბალია იმის ალბათობა, რომ პრობლემები გამოიწვიოს. ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 2.0 მიკროგრამ გლუტენს. თუ ხორბლის მიმართ ალერგია გაქვს (ეს იგივე არ არის, რაც ცელიაკია), ეს წამალი არ უნდა მიიღო

 

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, დოზირება შემდეგია:

 

  • მოზარდები და ზრდასრულები - 1-2 ტაბლეტი
  • 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები - 1 ტაბლეტი
  • 6 წლამდე ასაკის ბავშვები - 1/2 ტაბლეტი
  • ჩვილები წოვის სირთულის შემთხვევაში - 1/2 ტაბლეტი

 

ყველა ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში წამალი დღეში 1-3-ჯერ მიიღება, ხოლო ჩვილებს ეძლევათ ერთჯერადი დოზა ყოველი კვების წინ. კარდიოდორონი® რჰ მიიღება ჭამის წინ, შეიძლება წყალთან ერთად. 6 წლამდე ასაკის ბავშვები ტაბლეტებს დაფხვნილი სახით ან წყალში ან ჩაიში გახსნილი სახით იღებენ. ჩვილების შემთხვევაში ტაბლეტებს მცირე რაოდენობის ჩაიში ხსნიან.

 

მკურნალობის ხანგრძლივობას მკურნალი ექიმი ადგენს. ურთიერთქმედება სხვა წამლებთან არ არის ცნობილი.

 

თუ წინა დოზის მიღება დაგავიწყდა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

100 ტაბლეტი კარდიოდორონი რჰ.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page