top of page

ᲙᲣᲞᲠᲣᲛ ᲛᲔᲢᲐᲚᲘᲙᲣᲛ 0.4% ᲛᲐᲚᲐᲛᲝ (25 Გ) - Weleda

SKU -02050232
Price

50,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

სპილენძის მალამო აღადგენს თბორეგულაციასა და მეტაბოლურ პროცესებს შორის დარღვეულ წონასწორობას.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • გლუვკუნთოვანი სპაზმები და კოლიკა, მათ შორის, მენსტრუალური ტკივილი, ნაწლავთა კოლიკა
  • თირკმელების დეგრადაციული დაავადებები
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა ქვედა კიდურებში, შეგუბება.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

10 გ. მალამო შეიცავს: მეტალური სპილენძი Cuprum metallicum praeparatum M (HAB, V. 48) 0.4 გ. მალამოს ფუძე: ყვითელი ვაზელინი, თხევადი პარაფინი.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

თუ ექიმის მიერ სხვა მითითება არ არსებობს, 1 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში მტკივნეულ მიდამოზე შესაზელად.

 

თირკმლის უკმარისობის დროს წამალი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და არ ცვლის ექიმის დანიშნულ სხვა წამლებს.

 

მალამოს გამოყენებამდე მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით ბავშვებში. ქსოვილებში წყლის შეგუბების, ღებინების, გულისრევის, დიარეის, ქავილის, ვენური სპაზმების ან სხვა უეცრად აღმოცენებული ჩივილისას, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში, რომელიც შეშუპებით, კანის ფერის შეცვლით, დაჭიმულობით, გახურებით ან ძლიერი ტკივილით (ქვედა კიდურის ვენების დატრომბვა) ვლინდება, ასევე, გახანგრძლივებული ან გაურკვეველი ჩივილების

შემთხვევებში, მიმართე ექიმს.

 

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენება არ არის გამოვლენილი.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

25 გ. კუპრუმ მეტალიკუმ (სპილენძის) მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Only 4 left in stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page