top of page

ᲜᲔᲘᲠᲝᲓᲝᲠᲝᲜᲘ - Weleda

SKU -06059282
Price

118,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ნეიროდორონი (Neurodoron®) გამოიყენება სტრესის ხანგრძლივი ზემოქმედების, სამსახურებრივი და სოციალური გადაღლის, გამოცდების შიშის, არარითმული ცხოვრების სტილის, ემოციური გამოფიტვის, ორსულობისა და მეძუძურობის გამო გამოწვეული შემდეგი ჩივილების დროს: შფოთი და ნევროზული მდგომარეობა, კონცენტრაციისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, გამოფიტვა, მომატებული გაღიზიანებადობა, შიში, დეპრესიული განწყობა, თავის ტკივილები.

 

  • კალიუმის დიჰიდროფოსფატი განსაკუთრებით პოზიტიურ გავლენას ახდენს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგრადობასა და წონასწორული მდგომარეობის შენარჩუნებაზე
  • ოქრო თერაპიულ ეფექტს ავლენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბილიზაციასა და დატვირთვისადმი ამტანობის გაზრდაში. ასევე, აუმჯობესებს განწყობას მსუბუქი და საშუალო დეპრესიის დროს
  • Ferrum-Quarz-ი არეგულირებს ორგანოთა სისტემაში მიმდინარე პროცესების კოორდინაციას

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ნერვული სისტემის სტაბილიზაციისა და მდგრადობის ხელშეწყობა
  • ნევროზული გამოფიტვა
  • ნევროზი
  • ფობია
  • შფოთი
  • დეპრესიული განწყობა
  • რეკონვალესცენცია
  • თავის ტკივილები

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

1 ტაბლეტი შეიცავს: მეტალური ოქროს პრეპარატის ტრიტურაცია D10 83,3 მგ / კალიუმის დიჰიდროფოსფატის ტრიტურაცია D6 83,3 მგ / რკინა-კვარცის ტრიტურაცია D2 8,3 მგ. სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმის ბეჰენატი.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ნეიროდორონი® ტაბლეტები არ უნდა მიიღო ხორბლის სახამებლის მიმართ ზემგრძნობელობისა და ლაქტოზის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში. ასევე, არ მიიღება 12 წლამდე ბავშვებში, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება.

 

მიიღე 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, ტაბლეტები გაწუწნე ან მიიღე მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

 

მწვავე დაავადების მკურნალობა 2 კვირაში უნდა დასრულდეს. თუ ამ ხნის განმავლობაში გაუმჯობესება არ დადგა, მიმართე ექიმს. ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმთან კონსულტაციით უნდა დადგინდეს.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page