top of page

ᲢᲐᲑᲐᲙᲣᲛ ᲙᲣᲞᲠᲝ ᲙᲣᲚᲢᲣᲛ ᲠᲰ D3 (8 ᲐᲛᲞᲣᲚᲐ) - Weleda

SKU -01630855
Price

90,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ტაბაკუმ კუპრო კულტა რჰ D3 (Tabacum Cupro cultum Rh D3) გამოიყენება გლუვი კუნთების სპაზმების დროს კუჭ-ნაწლავის, სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემაში.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

1 ამპულა (1 მლ) შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: Tabacum Cuprocultum Rh D3 1 ml, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

არ მიიღება 12 წლამდე ბავშვებში, რადგან არ არსებობს საკმარისი დოკუმენტური მასალა გამოყენების შესახებ, ასევე, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართე ექიმს.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება, გვერდითი მოვლენები  და უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

თუ სხვა მითითება არ არსებობს, გამოიყენე ყოველდღე ან 2-ჯერ კვირაში კანქეშ საინექციოდ.

 

 

კანქვეშა ინექცია ჩვეულებრივ კეთდება ბარძაყზე ან  მხარზე, შესაძლოა მუცელზეც.
საინექციო არის გასუფთავების შემდგომ (მაგ. 70% ეთანოლით) მოიხელთე საინექციო არე და ინსულინის შპრიცი დახრილი კუთხით დაარჭე. თუ სისხლის წვეთი გამოვა, ე.ი კაპილარზე მოხვდი - ამ შემთხვევაში ინექცია სხვა ადგილას გაიმეორე. თუ სისხლის წვეთი არ წამოვა, ნელა შეუშვი წამალი, კანულა ამოაძრე და ნანემსარზე ბამბით მცირე ზეწოლა გააკეთე. სასურველია ინექცია გააკეთოს პროფესიონალმა.

 


მწვავე მდგომარეობის მკურნალობა უნდა დასრულდეს 1 კვირაში. თუ 2 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ შეინიშნება, მიმართე ექიმს. რაც შეეხება ქრონიკული პროცესის მკურნალობას, ამ შემთხვევაში ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

 

 

ღებინების, ჰაერის უკმარისობის, ტკივილის, ხელების ან თითების გაფითრებისა და გაცივების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართე ექიმს.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

8 ამპულა 1 მლ. საინექციო ხსნარი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Only 7 left in stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page