top of page

ᲰᲔᲛᲝᲠᲝᲘᲓᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲜᲗᲚᲔᲑᲘ (10 ᲪᲐᲚᲘ) - Weleda

SKU -00442755
Price

39,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ჰემოროიდალური სანთლები (Weleda Hämorrhoidalzäpfchen) მოქმედებს სისხლძარღვთა კედლების მასტრუქტურირებლად და უზრუნველყოფს მათ სიმტკიცესა და ელასტიკურობას, რაც განაპირობებს ტკივილის ინტენსივობის შემცირებასა და ანუსის მიდამოში ნახეთქების სწრაფ შეხორცებას.

 

ცხენისწაბლას, ჰამამელისისა და მეტალური სტიბიუმის კომბინაციას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ჰემოროის სამკურნალო თვისებები, მათი შემადგენელი ნივთიერებები ხელს უწყობს კანის ნახეთქების სწრაფ მოშუშებას და აამებს ქავილს.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ჰემოროი - დამახასიათებელი შინაგანი ან/და გარეგანი ჰემოროიდული სისხლძარღვების ცვლილებებითა და გადიდებით
  • ნახეთქები ანუსის მიდამოში
  • ანალური მიდამოს ანთება
  • პროქტიტი
  • უკანა ტანის (ანალური) ქავილი

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

1 სანთელი შეიცავს: 20 მგ. ცხენისწაბლას ქერქის სპირტიან ექსრაქტს / 10 მგ. ჰამამელისის ფოთლის სპირტიან ექსტრაქტს / 8 მგ. სტიბიუმის მეტალურ პრეპარატს, ასევე, კაკაოს ცხიმს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ველედას ჰემოროიდალური სანთლები არ გამოიყენება 12 წლამდე ბავშვებში, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ან რომელიმე შემადგენელი სუბსტანციის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში.

 

თერაპიის საწყის ეტაპზე გამოიყენება თითო სანთელი სწორ ნაწლავში დღეში 2-ჯერ - კუჭში გასვლის შემდეგ და ძილის წინ, ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მხოლოდ ძილის წინ.

 

მწვავე შემთხვევაში მკურნალობა 2 კვირის შემდეგ უნდა შეწყდეს. ქრონიკული შემთხვევებისას ამ სანთლებით მკურნალობის ხანგრძლივობა კი ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

10 ცალი ჰემოროიდალური სანთელი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page