top of page

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲘᲝᲢᲘᲙᲔᲑᲘ?

  • Writer: Badri Beroo
    Badri Beroo
  • Feb 17
  • 2 min read

Updated: Jul 2

ბოლო წლებში სახელწოდება პრობიოტიკებმა დიდი ყურადღება მიიპყრო ჯანმრთელობის ინდუსტრიაში. მარტივად რომ ვთქვათ, პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, ცნობილი, როგორც მეგობარი ბაქტერიები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რათა შევინარჩუნოთ ბალანსი ნაწლავების მიკრობიომში - რთულ ეკოსისტემაში, რომელიც ზეგავლენას ახდენს ყველაფერზე, დაწყებული საჭმლის მონელებიდან და იმუნიტეტიდან, დამთავრებული მენტალური ჯანმრთელობითა და განწყობით.


ᲜᲐᲬᲚᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ


იცოდი, რომ ნაწლავებში 100 ტრილიონზე მეტი ბაქტერიაა? ეს მაჩვენებელი 10-ჯერ აღემატება შენს სხეულში არსებული უჯრედების რაოდენობას. ეს ბაქტერიები გვეხმარებიან საჭმლის მონელებაში, გამოიმუშავებენ ვიტამინებს და ხელს უწყობენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. შენი იმუნიტეტის 70%-ზე მეტიც ნაწლავებშია თავმოყრილი და ეს ნაწლავებს კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მთლიანად ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სტრესი, კვების არასწორი რეჟიმი ან ანტიბიოტიკების ხშირი მიღება არღვევს ამ ბალანსს, პრობიოტიკები კი გვეხმარება ჩვენი ნაწლავების ფლორის ნატურალური ჰარმონიის აღდგენასა და შენარჩუნებაში.


ᲞᲠᲝᲑᲘᲝᲢᲘᲙᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐᲨᲘ

  1. ᲡᲐᲭᲛᲚᲘᲡ ᲛᲝᲛᲜᲔᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ პრობიოტიკები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაში - ისინი ხელს უწყობს ნაწლავების მიკრობიომის ბალანსის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს ნაწლავების ოპტიმალურ ფუნქციონირებას. ეს ბალანსი ამსუბუქებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა შებერილობა, აირები და არარეგულარული დეფეკაცია.

    ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი დარღვევები, როგორებიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა ან ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პრობიოტიკებს მოაქვთ შვება ნაწლავებში ბალანსისა და ჰარმონიის აღდგენის გზით.

  2. ᲘᲛᲣᲜᲣᲠᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ

    ნაწლავები ცენტრალურ როლს ასრულებს იმუნიტეტის ფუნქციონირებაში. იმუნიტეტის 70% სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტშია მოთავსებული. პრობიოტიკები ნაწლავებში ქმნის ე.წ. ბარიერებს, რითაც ხელს უშლის მავნე ბაქტერიებისა და ტოქსინების სისხლში შეღწევას და აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს. ამან კი შეიძლება შეამციროს ისეთი გავრცელებული დაავადებების რისკი, რომლებიც სუსტ იმუნურ სისტემასთანაა დაკავშირებული, მაგალითად, გაციება, ვირუსი და სხვა.

  3. ᲛᲔᲜᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ

    კვლევები ნაწლავებსა და ტვინს შორის კავშირის შესახებ აჩვენებს პრობიოტიკების მძლავრ გავლენას მენტალურ ჯანმრთელობაზე. პრობიოტიკების გარკვეული შტამები გავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებაზე, მაგალითად, სეროტონინის, რომელსაც ხშირად ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. ეს ამცირებს შფოთვას, სტრესსა და დეპრესიას. გარდა ამისა, პრობიოტიკებს აქვთ უნარი, დაარეგულირონ ორგანიზმის რეაქცია სტრესზე, რაც აუმჯობესებს საერთო ემოციურ მდგრადობას.

  4. ᲙᲐᲜᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ

    დაბალანსებული მიკრობიომი ებრძვის ორგანიზმში ისეთ ანთებით პროცესებს, რომლებიც კანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. მათ შორისაა აკნე, ეგზემა და როზაცეა. პრობიოტიკები აძლიერებენ ორგანიზმის თვისებას, მართოს მავნე ბაქტერიები და ხელი შეუწყოს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას. ნაწლავების ჯანმრთელობისთვის ხელის შეწყობით პრობიოტიკები ამცირებს სიწითლეს, აუმჯობესებს ჰიდრატაციას, კანის ტექსტურასა და სისუფთავეს.

წარმოიდგინე პრობიოტიკები, როგორც პაწაწინა სუპერგმირები, რომლებიც ზრუნავენ საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემის, კანისა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.


 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page