top of page

ᲢᲔᲠᲤᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡᲐᲡ - ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲕᲘᲪᲘᲚᲝᲗ ᲓᲐᲦᲚᲘᲚᲘ ᲓᲐ ᲨᲔᲨᲣᲞᲔᲑᲣᲚᲘ ᲢᲔᲠᲤᲔᲑᲘ?

  • Writer: mgelashvili7
    mgelashvili7
  • Jul 18
  • 2 min read

Updated: Aug 18

მოგზაურობა, ექსკურსიები, კილომეტრების გავლა დღის განმავლობაში, საათობით მგზავრობა ან ფრენა - ახალი ადგილების აღმოჩენა ყოველთვის სასიამოვნო თავგადასავალია, თუმცა ხშირად მას თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, განსაკუთრებით ტერფების არეში.


დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნება, ტერფების შეშუპება, სიმშრალე და სოკოვანი ინფექციები - ეს არის პრობლემები, რომლებსაც მოუმზადებელი მოგზაური ხშირად აწყდება. ბევრი ჩვენგანი ამას უბრალოდ მოგზაურობის თანმდევ მოვლენად აღიქვამს და ტერფების ჯანმრთელობა ხშირად მეორეხარისხოვნად რჩება, არადა რეალურად სწორედ ჯანმრთელი და მოვლილი ტერფები უწყობს ხელს მოგზაურობის დროს ჩვენს ენერგიულობასა და განწყობას.


ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲢᲔᲠᲤᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡᲐᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ?


  1. მოგზაურობისას ტერფები ყველაზე მეტად იტვირთება - იქნება ეს საათების განმავლობაში ფეხზე დგომა, კილომეტრების ფეხით სიარული თუ უბრალოდ ხანგრძლივი მგზავრობა. ეს იწვევს დაღლილობის შეგრძნებას, ტერფების შეშუპებასა და ტკივილს.

  2. ხანგრძლივი ჯდომის დროს, მაგალითად თვითმფრინავით, მატარებლით ან ავტობუსით მგზავრობისას, ტერფებსა და ფეხებში ვენური სისხლის მიმოქცევა ნელდება, რაც იწვევს შეშუპებასა და დაჭიმულობას. ამასთან ერთად, სისხლის ნაკადის შენელება ზრდის ვენური თრომბოზის რისკსაც, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც არ უნდა გამოგვრჩეს მგზავრობისას ტერფების პერიოდული განტვირთვა და მოძრაობა.

  3. გარდა ამისა, კლიმატური ცვლილებები - მაგალითად, მშრალი ჰავა თვითმფრინავში ან ცხელი და ტენიანი გარემო ეგზოტიკურ ქვეყანაში - მნიშვნელოვნად მოქმედებს ტერფის კანის მდგომარეობაზე. მაგალითად:

    • მშრალმა ჰავამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გამოშრობა, კოჟრებისა და ნახეთქების გაჩენა

    • ტენიან და თბილ გარემოში კი იზრდება სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი, განსაკუთრებით ფეხის თითებს შორის.



ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲣᲐᲠᲝᲗ ᲢᲔᲠᲤᲔᲑᲡ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡᲐᲡ?

ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ


  1. ᲰᲘᲒᲘᲔᲜᲐ

    ფეხშიშველი სიარული აბაზანაში, აუზზე ან სასტუმროში ზრდის სოკოვანი ინფექციების რისკს. მოერიდე ფეხშიშველ სიარულს საერთო სივრცეებში და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენე ანტიბაქტერიული ხელსახოცები ან სპრეი.


  2. ᲢᲔᲠᲤᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲢᲔᲜᲘᲐᲜᲔᲑᲐ იცოდი, რომ თვითმფრინავში ჰაერის ტენიანობა დაახლოებით 10-20%-ია, რაც დაახლოებით 2–3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო სივრცეში (40-60%)? შესაბამისად, კანი ამ პირობებში სწრაფად შრება. სწორედ ამ მიზეზით გვხვდება ხშირად ფრენის შემდეგ გამომშრალი, დახეთქილი ტერფები და კოჟრები. გამოსავალი ეფექტური დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს და ხანგრძლივად ინარჩუნებს ტენიანობას.


  3. ᲤᲔᲮᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲡᲐᲟᲘ დღის ბოლოს მსუბუქი მასაჟი ამშვიდებს კუნთებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას - იდეალურია დამატენიანებელთან ერთად რამდენიმე წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით გაიკეთო მასაჟი ტერფებისა და ქუსლების მიდამოში.

  4. ᲙᲝᲛᲤᲝᲠᲢᲣᲚᲘ ᲤᲔᲮᲡᲐᲪᲛᲔᲚᲘ აირჩიე მსუბუქი, რბილი და კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც უკვე გამოცდილი გაქვს. უხეში და არაკომფორტული ფეხსაცმლის ჩაცმას შესაძლოა ტერფებზე კოჟრები ან წყლულები მოჰყვეს.

  5. ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲐ ᲮᲐᲜᲒᲠᲫᲚᲘᲕᲘ ᲛᲒᲖᲐᲕᲠᲝᲑᲘᲡᲐᲡ

    ხანგრძლივი მგზავრობისას რეგულარულად გაამოძრავე ტერფები - გააკეთე წრიული მოძრაობები, ამოძრავე თითები ან გაიარე თვითმფრინავში. ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას და ამცირებს შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას.

თუ გსურს, რომ მოგზაურობისას ტერფების შეშუპებამ, დაღლილობის შეგრძნებამ და კანის სიმშრალემ არ შეგაწუხოს, არსებობს ტერფის მოვლის სპეციალური საშუალებები, რომლებიც ამ პრობლემებს დაგავიწყებს.


ევრონატურალსი გთავაზობს გერმანული ბრენდის, Callusan-ის ინოვაციურ კრემ-მუსს, Vinum C6-ს - უნიკალურ ფორმულას, რომელიც სპეციალურად შექმნილია ფეხების შეშუპების, სიმძიმის, დაღლილობის შესამსუბუქებლად და თავიდან ასაცილებლად. მისი აქტიური ინგრედიენტები ასტიმულირებს ვენებში სისხლის მიმოქცევას, ხსნის სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ქმნის სიმსუბუქისა და სიახლის შეგრძნებას.


ამასთან, მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია, კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.




 დაგეგმე მოგზაურობა კალუსანის Vinum C6-თან ერთად!



 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page