top of page

ᲛᲐᲒᲜᲘᲣᲛᲘᲡ ᲑᲘᲡᲒᲚᲘᲪᲘᲜᲐᲢᲘ (60 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Cytoplan

SKU 5060202186389
Price

65,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

Cytoplan-ის მაგნიუმის ბისგლიცინატის კაფსულები გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობით - ამ ფორმით განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის, დასვენებისა და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის, მათ შორის, მენოპაუზისა და პერიმენოპაუზის (მენოპაუზისკენ მიმავალი პერიოდი, ანუ დროის ის პერიოდი, როცა ქალის ორგანიზმი განიცდის ბუნებრივ გადასვლას მუდმივი უშვილობის პერიოდში - მენოპაუზაში) სიმპტომებისას. ეს საკვები დანამატი განსაკუთრებით რბილად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რაც იდეალურია მათთვის, ვინც ვერ იტანს მაგნიუმის სხვა ფორმას.

 

მაგნიუმის ბისგლიცინატი არის მაგნიუმის ჩელატური ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ამინომჟავა გლიცინთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზმის მიერ მისი ოპტიმალური შეწოვა და გამოყენება.

 

მაგნიუმი და თანამედროვე დიეტა: საკვების ინდუსტრიული წარმოების გამო, მაგნიუმის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე მასზე ყოველდღიური მოთხოვნა არსებობს. იგი ადვილად ნადგურდება საკვების გადამუშავებისა და მომზადების სხვადასხვა ტექნიკით და ასევე, სწრაფად იშლება სტრესის დროს.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

600 მგ. მაგნიუმის ჩელატი, 120 მგ. ელემენტარული მაგნიუმი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულის გარსი).

 

არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, რძის, სოიოს ან ხორბლის პროდუქტებს, მღებავ, დამატკბობელ ნივთიერებებს ან არომატიზატორებს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

თუ ექიმის მიერ სხვა მითითება არ არსებობს, მიიღე 1-2 კაფსულა დღეში. ასევე, გამოიყენება ვეგანებში, ვეგეტარიანელებში, საფუარი სოკოებისადმი მგრძნობიარე პირებში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

Cytoplan-ის მაგნიუმის ბისგლიცინატის 60 კაფსულა (თითო კაფსულა შეიცავს 120 მგ. ელემენტარულ მაგნიუმს).

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Cytoplan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock