top of page

ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ ᲓᲐᲜᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲡ ᲫᲐᲚᲐ

  • Writer: Badri Beroo
    Badri Beroo
  • Feb 17
  • 2 min read

Updated: Jul 2

დღევანდელ სამყაროში, რომელშიც ყველაფერი აჩქარებული ტემპით მოძრაობს, დაბალანსებული კვება ერთ-ერთი რთული ამოცანაა. დამღლელი გრაფიკის, ჯანსაღ პროდუქციაზე შეზღუდული წვდომისა და გადამუშავებული საკვების მოჭარბების პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ უამრავი ადამიანი მიმართავს საკვებ დანამატებს, რათა რაციონში არსებული დანაკლისი შეივსოს.


ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ ᲓᲐᲜᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ?


საკვები დანამატები წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები ნივთიერებების - ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავებისა და პრობიოტიკების კონცენტრირებულ წყაროს. ეს ნივთიერებები ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ დაბალანსებული დიეტა ჯანმრთელობის ძირითად ელემენტს წარმოადგენს, ისეთი ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც ერთგულად იცავენ ჯანსაღი კვების წესებს, ხშირად რთულია საკვები ნივთიერებების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ საკვები პროდუქტების მეშვეობით. 


რატომ? ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ნიადაგის გამოფიტვა, თანამედროვე აგროკულტურული მეთოდები, ცხოვრების წესის არჩევანი და ჯანმრთელობის ინდივიდუალური თავისებურებანი, ხშირად ართულებს არსებული პროდუქტებიდან აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღების შესაძლებლობას. კვლევები აჩვენებს, რომ ზრდასრული ადამიანების 60% ვერ იღებს რეკომენდებულ დღიურ დოზას, გათვლილს ერთი აუცილებელი საკვები ნივთიერებისთვისაც კი.


სწორედ აქ ჩნდება საკვები დანამატები. ისინი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების დეფიციტის შევსებას და ამარაგებს ორგანიზმს სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებებით. მის ერთ-ერთ გამორჩეულ ასპექტს მისი მრავალფეროვნება წარმოადგენს. იმუნიტეტის გაძლიერება გსურს, ძვალსახსროვანი სისტემის ჯანმრთელობა, ნაწლავების მიკრობიომის მოწესრიგება თუ სხვა, არსებობს საკვები დანამატები, რომლებიც სწორედ შენს საჭიროებებზე იქნება მორგებული.


მაგალითისთვის ავიღოთ პრობიოტიკები. ეს სასარგებლო ბაქტერიები არა მხოლოდ საჭმლის მონელებას უწყობენ ხელს, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იმუნური სისტემის გაძლიერებასა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც კი. ანალოგიურად, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ხშირად გვხვდება თევზის ცხიმის დანამატებში, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის ფუნქციონირებისთვის. ვისაც ენერგიის დონის მომატება სურს, B-ვიტამინის კომპლექსი კარგი არჩევანია, ხოლო კოლაგენის შემცველი დანამატები იდეალურია კანის ელასტიკურობის ზრდისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის. 


ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ


საკვები დანამატები ფასდაუდებელი რგოლი აღმოჩნდა ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკასა და მთლიანად ჯანმრთელობის ოპტიმიზაციაში.


მაშინ, როდესაც ტრადიციული ჯანდაცვა ხშირად ფოკუსირდება წარმოქმნილი სიმპტომების მკურნალობაზე, საკვები დანამატები ავლენს მნიშვნელოვან თვისებას ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემების მოგვარებაში მანამ, სანამ ისინი სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა.

 

მაგალითად, კალციუმი და ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაში, ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებას და ამცირებს მოტეხილობების რისკს. ანალოგიურად, ანტიოქსიდანტები, როგორებიცაა ვიტამინი C და E ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და ამით იცავენ უჯრედებს ისეთი დაზიანებებისაგან, რომლებმაც შეიძლება დაბერება და ქრონიკული დაავადებები გამოიწვიოს.

 

საკვები დანამატები უმკლავდება საკვები ნივთიერებების დეფიციტს, ააქტიურებს ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი მექანიზმების მუშაობას და აქტიური პრევენციის მნიშვნელოვანი რგოლია.

 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page