top of page

The Circle Slayer ᲗᲕᲐᲚᲘᲡ ᲨᲠᲐᲢᲘ (30 Გ) - Glow Hub

SKU 5019607255121
Price

45,00GEL

  • თვალის შრატი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის
  • აძლიერებს კანის ბარიერს, ამცირებს შეშუპებასა და სიშავეს თვალის არეში, ამშვიდებს კანს და უზრუნველყოფს მის ინტენსიურ დატენიანებას
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub - The Circle Slayer თვალის შრატი C ვიტამინითა და ტრანექსამინის მჟავით აძლიერებს კანის ბარიერს, ამცირებს სიშავეს თვალის არეში და უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას. პროდუქტს აქვს ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედება. შრატის გამოყენების შემდეგ კანი ხდება რბილი, ხავერდოვანი და სასიამოვნო.

 

ფორმულაში შემავალი C ვიტამინის ანტიოქსიდანტური ბუნება და კოლაგენის წარმოქმნის უნარი ამცირებს ნაოჭების ხილვადობას, კოფეინი აქტიურად ებრძვის შეშუპებასა და მუქ წრეებს თვალების გარშემო, კიტრის ექსტრაქტი და ფორთოხლის წყალი ამშვიდებს და ატენიანებს კანს, ხოლო ნიაცინამიდი ხელს უწყობს ბარიერის აღდგენასა და ელასტიური და ჯანსაღი კანის ფორმირებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: C ვიტამინი, ტრანექსამინის მჟავა, კოფეინი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, პროპანდიოლი, გლიცერინი,  ფორთოხლის ზეთის წყალი, ცეტილის სპირტი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, ამონიუმის აკრილოილდიმეთილტაურატი/Vp კოპოლიმერი, სიმინდის სახამებელი, ფორთოხლის ზეთი, ნიაცინამიდი, ტოკოფერილის აცეტატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კიტრის ექსტრაქტი, ლიმონმჟავა, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის გლუკონატი, ბუტილ მეთოქსიდიბენზოილმეთანი, პოლიგლიცერილ-2 სტეარატი, გლიცერილ სტეარატი, სტეარილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფატი, ქსანტანის გუმფისი, ეთილჰექსილგლიცერინი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ციტრალი, ლიმონენი, ლინალოოლი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

დაიტანე მცირე რაოდენობით შრატი თვალის ირგვლივ და დაიმასაჟე წრიული მოძრაობით - გამოიყენე დილისა და საღამოს რუტინაში.  

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

30 გ. თვალის შრატი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page