top of page

Zit Zap ᲠᲝᲚᲔᲠᲘ (15 ᲛᲚ) - Glow Hub

SKU 5019607247652
Price

35,00GEL

  • Zit Tap როლერი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, იდეალურია აკნესკენ  მიდრეკილი კანისთვის
  • ანახლებს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ებრძვის გამონაყარს, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub - Zit Zap როლერი სალიცილის მჟავის დახმარებით ანახლებს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს. ფორმულაში შემავალი პაპაიას ექსტრაქტი ანიჭებს კანს ბზინვარე და გლუვ ეფექტს, ხოლო ჩაის ხის ზეთი ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას უზრუნველყოფს. ამასთან, პროდუქტი ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს და ხელს უწყობს კანის ჯანსაღი იერსახის შენარჩუნებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: სალიცილის მჟავა, ჩაის ხის ზეთი, პაპაიას ექსტრაქტი
  • დამხმარე ინგრედიენტები: ალოეს წვენი, პროპილენ გლიკოლი, გლიცერინი, Ppg-26-ბუტენი, ბუტილენ გლიკოლი, ნატრიუმის ასკორბილ ფოსფატი, თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, Peg-40 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, პოლისორბიტ 20, ბენზილის სპირტი, ქსანტანის გუმფისი, სორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის გლუკონატი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ციტრონელოლი, გერანიოლი, ლიმონენი, ლინალოოლი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დილით, ასევე საღამოს (დღის განმავლობაში რეკომენდებულია მზისგან დამცავის გამოყენება). როლერის დახმარებით პროდუქტი დაიტანე ლოკალურად, პრობლემურ ადგილზე.  

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

15 მლ. Zit Tap როლერი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page