50+ ᲛᲣᲚᲢᲘᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘ (60 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Cytoplan
135,00 ₾
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Cytoplan-ის მულტივიტამინებისა და მინერალების სრულფასოვან კომპლექსში გათვალისიწინებულია 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებები ნუტრიენტების მიმართ. იგი შექმნილია ბიოდინამიური მეურნეობის ბაზაზე მოყვანილი მცენარეული ნედლეულის გამოყენებით, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ფიტონუტრიენტებითა და აქტიური თერაპიული ნაერთებით.
ბიოდინამიური მეურნეობა უფრო მკაცრად კონტროლდება, ვიდრე ორგანული. ეს არის მეურნეობის სისტემა, რომელიც მიჰყვება მდგრად, ეთიკურ და ჰოლისტიკურ მიდგომას სასურსათო და სამკურნალო მცენარეების კულტივირების პროცესში. ის მუშაობს ბუნებასთან ჰარმონიაში და იძლევა მაღალი ხარისხის, სამკურნალო და სასურსათო ნივთიერებების შემცველ ნედლეულს. ბიოდინამიური მცენარეები იზრდება მიკროორგანიზმებით მდიდარ ცოცხალ ნიადაგში, რაც უზრუნველყოფს მინერალებითა და ფიტონუტრიენტებით მდიდარ ნედლეულს და რისი მიღწევაც შეუძლებელია სოფლის მეურნეობის ტრადიციულ მეთოდებში, რომლებიც იყენებენ ქიმიურ სასუქებს.
50+ არის ბიოდინამიური მულტინუტრიენტი და უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალურ დონეებს - ვიტამინი B12-ის ორივე აქტიურ ფორმას, CoQ10-სა და ბეტა-გლუკანთან ერთად, ასევე, თუთიას, სელენსა და ქრომს.
- CoQ10 არის უჯრედის მიერ წარმოებული ენერგიის ძირითადი ნაწილი და შეიძლება მისი დეფიციტი ასაკის მატებასთან ერთად შეიქმნას. CoQ10-ის შესაბამისი დონე კიდევ უფრო აუცილებელია მათთვის, ვინც სტატინებით თერაპიას იტარებს, რადგან ამ პრეპარატებს შეუძლიათ დათრგუნონ სხეულის მიერ CoQ10-ის ბუნებრივი წარმოება
- ასევე, შეიცავს D ვიტამინს D3-ის ფორმით, რომელიც მოპოვებულია ლიქენიდან, ამრიგად, მისი მიღება შეიძლება ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის
მულტივიტამინებისა და მინერალების სრულფასოვანი კომპლექსი იდეალურია 50+ მამაკაცებისა და პოსტმენოპაუზის ასაკში მყოფი ქალებისთვის, ასევე, რეკომენდებულია იმ პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ შემეცნების უნარის, იმუნიტეტისა და ენერგიის დონის ხელშეწყობა. საკვები დანამატი გამოდგება ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის.
პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია კვლევებით.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
ვიტამინი C (კალციუმის ასკორბატი), მაგნიუმი (ციტრატი), ბიოდინამიური სასურსათო ნედლეულის კომბინაცია: ყურძნის წიპწის ექსტრაქტი (Vitis vinifera) 95% პროანთოციანიდები, ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი (Plea eurpoa) 6% ოლეუროპეინი, კომბოსტო (Brassica oleracea), პომიდორი (Solanum lycopersicum), ჭარხალი (Beta vulgaris subsp. Vulgaris), კურკუმა (Curcuma longa). ბეტა 1-3, 1-6 გლუკანი (საფუარი სოკო), CoQ10 (უბიქინონი), ქრომი (საფუარი სოკო), სელენი (საფუარი სოკო), ტოკოფეროლისა და d-ალფა ტოკოფეროლის ბუნებრივი კომბინაცია (ვიტამინი E), ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოთენატი), თუთია (თუთიის ციტრატი), ლამინარიას ექსტრაქტი (Laminaria japonica) იოდი, ასკორბინის მჟავას პალმიტატი, ვიტამინი B1 (თიამინი), ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), აცეროლას ექსტრაქტი (Malphighia punicifolia), ვიტამინი C, ვეგანური ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი B3 (ნიკოტინმჟავას ამიდი), ბეტა-კაროტინი (სტაფილო), რკინა (რკინის ციტრატი), ვიტამინი B6 (პირიდოქსალ 5 ფოსფატი), მანგანუმი (მანგანუმის სულფატი), ვიტამინი K2 (MK-7), ბორი (კალციუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი), სპილენძი (სპილენძის სულფატი), მოლიბდენი (კალციუმის მოლიბდენატი), ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი), ფოლის მჟავა (5-მეთილტეტრა ჰიდრო ფოლიუმის მჟავა), ბიოტინი, ვიტამინი B12 (ადენოზილკობალამინი), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულის გარსი).
არ შეიცავს გენმოდიფიცირებული სოიას, რძისა და ხორბლის პროდუქტებს, არომატიზატორებსა და მღებავ ნივთიერებებს.
2 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲘᲡ ᲙᲕᲔᲑᲘᲗᲘ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ
| აქტიური ნუტრიენტი | რაოდენობა | კვებითი ღირებულება |
| ბიოდინამიური სასურსათო ნედლეული | 150mg | * |
| ბეტა-კაროტინი | 3mg | * |
| ვიტამინი D3 | 40mcg | 800 |
| ვიტამინი E (ტოკოფეროლის ბუნებრივი ნაერთი) | 20mg | + |
| ვიტამინი E (d-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) | 10mg | 75 |
| ვიტამინი C | 205mg | 256 |
| თიამინი (B1) | 20mg | 1818 |
| რიბოფლავინი (B2) | 20mg | 1428 |
| ნიაცინი (B3) | 16mg | 100 |
| ვიტამინი B6 (P5P) | 10mg | 714 |
| ფოლიუმის მჟავა | 100mcg | 50 |
| ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) | 130mcg | 5200 |
| ვიტამინი B12 (ადენოსილკობალამინი) | 100mcg | 4000 |
| ბიოტინი | 100mcg | 200 |
| პანტოთენის მჟავა | 50mg | 834 |
| ვიტამინი K2 (MK-7) | 60mcg | 80 |
| რკინა | 2mg | 14 |
| მაგნიუმი | 30mg | 8 |
| თუთია | 14mg | 140 |
| იოდი | 150mcg | 100 |
| ბორი | 0.5mg | * |
| სპილენძი | 1mg | 100 |
| მანგანუმი | 3mg | 150 |
| სელენი | 150mcg | 273 |
| ქრომი | 160mcg | 400 |
| მოლიბდენი | 90mcg | 180 |
| ბეტა 1-3, 1-6 გლუკანი (საფუარი სოკო) | 100mg | * |
| Co-ენზიმი Q10 | 80mg | * |
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
თუ ექიმის მიერ სხვა დანიშნულება არ არსებობს, მიიღე 1-2 კაფსულა დღეში.
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
Cytoplan-ის 50+ მულტივიტამინის 60 კაფსულა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Cytoplan
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity
Out of stock





















