Aller-G ᲐᲜᲢᲘᲐᲚᲔᲠᲒᲘᲣᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲣᲚᲐ (60 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Cytoplan
115,00 ₾
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Aller-G ფორმულა არის მულტივიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი ანტიჰისტამინებისა და ნუტრიენტების კომბინაციას. იგი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ეხმარება ორგანიზმს სეზონური ალერგიების (მაგალითად, თივის ცხელების) მართვაში. პროდუქტი შეიცავს კვერცეტინსა და ბეტა-გლუკანს, A, C და D ვიტამინებსა და მინერალებს - სელენსა და თუთიას.
ჯანსაღი და ძლიერი იმუნური სისტემა გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში ჯანმრთელობისა და სეზონური ალერგიისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. Cytoplan-ის Aller-G ფორმულა ბუნებრივი გზით აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და იმუნურ კომპეტენციას და გამოიყენება ნებისმიერი სახის ალერგიის სამართავად.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი), კვერცეტინი, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), ბეტა 1-3, 1-6 გლუკანი (from Saccharomyces cerevisiae), n-acetyl-cysteine, l-ლიზინი, პანტოთენის მჟავა (კალციუმის d-პანტოთენატი), რეზერვატროლი, სელენი (საფუარი სოკო), ქრომი (from yeast), თუთია (ციტრატის სახით), თავშავა 4:1 ექსტრაქტი, მანგანუმი (მანგანუმის გლუკონატი), ვიტამინი A (აცეტატი), ვიტამინი B1 (თიამინი Hcl), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი), ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), ვიტამინი E (d-ალფა ტოკოფეროლი), ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი), იოდი (მურა წყალმცენარე), ვიტამინი B6 (as P5P), ვიტამინი K2 (MK-7), სპილენძი (ციტრატი), ფოლის მჟავა (l-მეთილ ტეტრა ჰიდროფოლატი), მოლიბდენი (ნატრიუმის ბოლიბდატი), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (კაფსულის გარსი).
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, მღებავ ნივთიერებებსა და არომატიზატორებს.
- კვერცეტინი ბუნებრივი ფლავონოიდების წყაროა, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტივირუსული თვისებები. კვლევებმა აჩვენა, რომ კვერცეტინი მოქმედებს როგორც სტაბილიზატორი, რაც ხელს უწყობს ჰისტამინის გამოყოფის შემცირებას
- ვიტამინი A ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის სიჯანსაღეს, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის ბუნებრივი დაცვის შენარჩუნებასა და აღდგენაში
- ვიტამინი C ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან ალერგიული რეაქციების დროს, ასევე, მხარს უჭერს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და თამაშობს მნიშვნელოვან როლს უჯრედების სტაბილიზაციაში
- ვიტამინი D - იმუნიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი - ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის მოდულაციაში და უზრუნველყოფს მის შესაბამის ფუნქციას. Cytoplan-ის ვიტამინი D3 მიიღება ლიქენიდან, რაც შესაფერისია ვეგანებისთვის.
- სელენი მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი - იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ნიადაგის გამოფიტვამ მკვეთრად შეამცირა სასურსათო ნედლეულში სელენის შემცველობა. Aller-G ფორმულაში შემავალი სელენი მიღებულია საფუარი სოკოსგან, როგორც ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ბიოეფექტური ფორმა
- თავშავა ბუნებრივად შეიცავს როზმარინის მჟავას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს იმუნური სისტემის ალერგენების მიმართ რეაგირებაზე
- ბეტა 1-3, 1-6 გლუკანები წარმოადგენს ხსნადი დიეტური ბოჭკოს ბუნებრივ ფორმას, მიიღება საფუარი სოკოს უჯრედის კედლიდან. ბეტა-გლუკანები ცნობილია თავისი იმუნომოდულატორული ეფექტით და შეუძლია ხელი შეუწყოს თანდაყოლილი იმუნური სისტემის ზემგრძნობელობის, აგრეთვე, ალერგიასთან დაკავშირებული სიმპტომების შემცირებას
2 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲘᲡ ᲙᲕᲔᲑᲘᲗᲘ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ
| აქტიური ნუტრიენტი | რაოდენობა | კვებითი ღირებულება |
| Vitamin A | 1.5mg | 187.5 |
| Vitamin D3 | 40μg | 800 |
| Vitamin E | 8mg | 66 |
| Vitamin C | 260mg | 325 |
| Vitamin B1 | 10mg | 908 |
| Vitamin B2 | 10mg | 714 |
| Vitamin B3 | 8mg | 50 |
| Vitamin B6 (P5P) | 8mg | 570 |
| Folic acid as 5 MTHF - ფოლის მჟავა | 50μg | 25 |
| Vitamin B12 as methylcobalamin | 100μg | 4000 |
| Vitamin K2 (MK-7) | 50μg | * |
| Pantothenic acid - პანტოტენის მჟავა | 50mg | 832 |
| Molybdenum - მოლიბდენი | 10μg | 20 |
| Magnesium - მაგნიუმი | 40mg | 10. Jun |
| Zinc - თუთია | 10mg | 100 |
| Iodine - იოდი | 80μg | 52 |
| Copper - სპილენძი | 1mg | 100 |
| Manganese - მანგანუმი | 2mg | 100 |
| Selenium - სელენი | 100μg | 182 |
| Chromium (GTF) ქრომი | 80μg | 200 |
| Beta 1-3, 1-6 glucan - ბეტა-გლუკანი | 150mg | * |
| Quercetin - ქვერცეტინი | 100mg | * |
| Oregano 4:1 extract - თავშავას ექსტრაქტი | 20mg | * |
| Resveratrol | 50mg | * |
| N-Acetyl-Cysteine - აცეტილ ცისტეინი | 150mg | * |
| L-Lysine - ლიზინი | 150mg | * |
ᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘ ᲐᲚᲔᲠᲒᲘᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲘᲛᲣᲜᲣᲠ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ
ჯანსაღი იმუნური სისტემა სათანადოდ რეაგირებს გარემოში არსებულ პათოგენებზე. ალერგია თავს იჩენს მაშინ, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ისევე რეაგირებს სრულიად უსაფრთხო ნივთიერებაზე (მაგალითად, მტვერი, ცხოველის ბეწვი და სხვა), როგორც რეაგირებს მავნე პათოგენზე. ამ დროს გამოიყოფა ანტისხეულები, რომლებიც უკავშირდებიან სპეციფიკურ უჯრედებს, რაც იწვევს ჰისტამინის გამოყოფას. ჰისტამინის მატება პასუხისმგებელია კლასიკურ ალერგიულ სიმპტომებზე, როგორებიცაა ქავილი, ხველება, ცემინება და სურდო (ხშირად ვლინდება თივის ცხელების მქონე პირებში). სწორად შერჩეული საკვები დანამატების მიღებით შესაძლებელია შემცირდეს ალერგიული რეაქციის ალბათობა ან შესუსტდეს სიმპტომთა ინტენსივობა, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
მკურნალობის მიზნით შეგიძლია მიიღო 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში კვების დროს, ხოლო პრევენციისთვის - 1-2 კაფსულა დღეში კვების დროს. გაითვალისწინე, რომ საკვები დანამატი არ უნდა მიიღო სხვა დამატებით ყოველდღიურ მულტიმინერალებთან ან ვიტამინებთან ერთად. მიღება შეუძლიათ ვეგეტარიანელებსა და ვეგანებსაც. არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
Cytoplan-ის ანტიალერგიული ფორმულის (Aller-G Formula) 60 კაფსულა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Cytoplan
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity
Out of stock























