ᲟᲔᲜᲨᲔᲜᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ (60 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Cytoplan
85,00 ₾
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
ჟენშენის კომპლექსი არის უნიკალური მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს საკვები დანამატი სამკურნალო ბალახებისა და ფიტონუტრიენტების უნიკალურ ნაზავს წარმოადგენს და ჟენშენის 3 აქტიურ ფორმას შეიცავს, ამასთან, კაფსულები ვეგანურია.
ჟენშენის კომპლექსი წარმოადგენს ციმბირული და კორეული ჟენშენის, ბრაზილიური ჟენშენის, წითელი ჟენშენის, ვიტამინი B5-ის, ძირტკბილასა და ლამინარიას კომბინაციას. თავის მხრივ, ვიტამინი B5 აწესრიგებს მენტალურ მდგომარეობას სტრესისა და დაღლილობის დროს, ასევე, იოდი ხელს უწყობს ენერგიის მეტაბოლიზმს.
პანტოტენის მჟავას (B5) მრავალი ფუნქცია აქვს ორგანიზმში - ის თირკმელზედა ჯირკვლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სტეროიდული ჰორმონების (მაგალითად, კორტიზოლის) ნორმალურ სინთეზსა და მეტაბოლიზმს. ის ასევე მონაწილეობს ტვინის ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის სინთეზში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის მეტაბოლიზმსა და ნორმალურ გონებრივ მუშაობაში და ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას.
იოდი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავების მეტაბოლიზმს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. ასევე, ხელს უწყობს კოგნიტური და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი 25:1 (Eleutherococcus senticosus), ბრაზილიური ჟენშენი (Pfaffia), ვიტამინი B5 (კალციუმის D-პანტოთენატი), კორეული ჟენშენის ფხვნილი, წითელი ჟენშენის ფხვნილი (Tienchi root), მურა წყალმცენარე ლამინარია (Ascophyllum nodosum), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულა).
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, რძის, სოიოს ან ხორბლის პროდუქტებს, მღებავ, დამატკბობელ ნივთიერებებს ან არომატიზატორებს.
1 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲘᲡ ᲙᲕᲔᲑᲘᲗᲘ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ
| აქტიური ნუტრიენტი | რაოდენობა | კვებითი ღირებულება |
| Siberian Ginseng root extract 25:1 (0.8% Eleutherosides) - ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი | 100mg | * |
| Suma root - ბრაზილიური ჟენშენის ფხვნილი | 75mg | * |
| Panax Ginseng - კორეული ჟენშენის ფხვნილი | 50mg | * |
| Tienchi root - წითელი ჟენშენის ფხვნილი | 50mg | * |
| Vitamin B5 - ვიტამინი B5 | 100mg | 1667 |
| Kelp - მურა წყალმცენარე | 50mg | * |
| (providing iodine) - იოდი | 25mcg | 17 |
| Liquorice root - ძირტკბილა | 20mg | * |
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
მიიღე 1 კაფსულა დღეში. ორსულობის, ლაქტაციის ან ჰიპერტენზიული წამლების გამოყენების შემთხვევაში ჟენშენის კომპლექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
Cytoplan-ის ძვლის დამხმარე მულტინუტრიენტის 60 კაფსულა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Cytoplan
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity
Out of stock





















