top of page

ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘ D3 & K2 (60 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Cytoplan

SKU 5060202183876
Price

110,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

მაღალი კონცენტრაციის ოპტიმალურად ეფექტური D3 & K2 ვეგანური საკვები დანამატის თითო კაფსულა შეიცავს 100 მკგ. (4000 სე) ვიტამინ D3-ს, ქოლეკალციფეროლს ვეგანური წყაროდან და 100 მკგ. ვიტამინ K2-ს (MK-7). კაფსულები პატარაა და იოლად იყლაპება.

 

ეს საკვები დანამატი განკუთვნილია როგორც მოკლევადიანი გამოყენებისთვის D ვიტამინის დონის ასამაღლებლად (სამედიცინო კვლევით დადგენილი ნაკლებობის შემთხვევაში), ისე გრძელვადიანი მკურნალობისთვის, როდესაც საჭიროა ამ ვიტამინების მაღალი დოზები. პრევენციულად მისი მიღება შესაძლებელია ზამთარში 2-დან 6 თვემდე. ამასთან, მისი გამოყენება იდეალურია Cytoplan-ის ნებისმიერ მულტიფორმულასთან ერთად.

 

ვიტამინი K2 სინერგიულად მუშაობს ვიტამინ D3-თან. ორივე ვიტამინის ოპტიმალური ბიოლოგიური აქტივობის უზრუნველსაყოფად ორგანიზმს სჭირდება ორივე ადეკვატური რაოდენობით. ამრიგად, თუ ვიტამინ D3-ს იყენებ, დიეტაში ასევე უნდა შეიტანო K2 ვიტამინის შემცველი წყაროები ან მიიღო ის საკვები დანამატის სახით.

 

D ვიტამინის დეფიციტის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები 5 წლის ასაკამდე, ხანდაზმულები 65 წლის ასაკიდან ზემოთ, ასევე, ადამიანები, რომლებიც იშვიათად არიან გარეთ (მზის ნაკლებობა) და მუქი კანის მქონე ადამიანები.

 

D ვიტამინი ხელს უწყობს:
 

  • ძვლის სიჯანსაღეს - კალციუმისა და ფოსფორის შეწოვასა და დანიშნულებისამებრ გამოყენებას
  • სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას
  • ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას
  • კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას
  • იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

 

ასევე, D ვიტამინი მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში და საჭიროა ბავშვების ძვლების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ის ამცირებს მოტეხილობის რისკს, რომელიც დაკავშირებულია პოსტურალურ არასტაბილურობასა და კუნთების სისუსტესთან.

 

ვიტამინი K ხელს უწყობს:

 

  • სისხლის ნორმალურ შედედებას
  • ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას

 

გაითვალისწინე: ეს დანამატი შეიცავს 100 მკგ. (4000 სე) ვიტამინ D3-ს თითო კაფსულაში. თუ იღებ D ვიტამინის შემცველ სხვა დანამატებს, შეამოწმე შენი ჯამური დღიური დოზა და თუ ის არის 125 მკგ. (5000 სე) ან მეტი დღეში, 2-დან 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა შეამოწმო სისხლში D ვიტამინის დონე. სისხლის ადეკვატური დონე ითვლება 50 ნმოლ/ლიტრზე ზემოთ. სამეცნიერო ლიტერატურა ვარაუდობს, რომ ოპტიმალურია უფრო მაღალი დონე 100-დან 150 ნმოლ/ლიტრამდე. 250 ნმოლ/ლიტრზე მეტი დონე არ არის რეკომენდებული. გაითვალისწინე, რომ ზოგიერთი ლაბორატორია იყენებს სხვადასხვა ერთეულს, ანუ ნგ/მლ. აქ ციტირებულია ნმოლ/ლიტრი. ამ შემთხვევაში ოპტიმალური დიაპაზონი არის 40-დან 60 ნგ/მლ-მდე.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

ვიტამინი K2 (MK-7), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით), მალტოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, ასკორბილპალმიტატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

 

არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ და ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

მიიღე 1 კაფსულა დღეში ერთხელ. თუ იყენებ ვარფარინს ან სხვა ანტიკოაგულანტებს, ამ პროდუქტის მიღებამდე მიმართე ექიმს.

 

ეს პროდუქტი არის მაღალდოზირებული, ამიტომ რეკომენდებულია მისი ხანმოკლე დროით გამოყენება.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ და გრილ ადგილას.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

Cytoplan-ის ვიტამინი D3 & K2 - 60 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Cytoplan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page