top of page

ᲠᲙᲘᲜᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ (20 ᲛᲒ) - Terranova

Price

40,00GEL

  • ეხმარება ორგანიზმს რკინის შეწოვასა და შევსებაში 
  • ხელს უწყობს ენერგიის დონის გაზრდასა და დაღლილობის შემცირებას 
  • არ იწვევს ჩვეულებრივ გვერდით ეფექტებს, რომლებიც დაკავშირებულია რკინის დანამატებთან
  • ამცირებს ანემიის რისკს
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი 
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე 
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - რკინის კომპლექსი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და საპრევენციოდ. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს რკინასა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


ეს უნიკალური ფორმულა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში და ებრძვის სხვადასხვა ეტიოლოგიით გამოწვეულ ანემიებს. საკვები დანამატი ინიშნება პაციენტებში, რომელთაც რკინის დეფიციტის შედეგად აღენიშნებათ იმუნური სისტემის დაქვეითება, დაღლილობა და სისუსტე. ასევე, გამოიყენება რკინაზე ორგანიზმის გაძლიერებული მოთხოვნის შემთხვევაში: ორსულობის, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისა და ზრდის პერიოდის ან არაბალანსირებული კვების დროს. საკვებ დანამატში შემავალი რკინა წარმოდგენილია ბისგლიცინატის ქელატის სახით, რომელიც მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და არ იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას.

 

 

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • რკინა დეფიციტური ანემია
  • დაღლილობა (ანემიასთან დაკავშირებული)
  • დაღლილი ფეხის სინდრომი
  • იმუნური სისტემის დარღვევა

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • რკინა (ბისგლიცინატის ქელატი) - 20 მგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 275 მგ
  • ასკილი (Rosa canina) - 100 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 100 მგ
  • ქერის ღივი (Hordeum vulgare) - 50 მგ
  • ასაიას კენკრა (Euterpe oleracea) - 25 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • რკინის შემცველობის გამო საკვები დანამატის მიღება დიდი დოზებით არ არის რეკომენდებული მცირეწლოვან ბავშვებში
  • შეიცავს ქერის ღივს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართე ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

შეგიძლია შეიძინო რკინის კომპლექსის როგორც 50, ისე 100 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page