D3 ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘᲡ ᲬᲕᲔᲗᲔᲑᲘ (15 ᲛᲚ) - Cytoplan
80,00 ₾
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Cytoplan-ის ვიტამინი D3 წვეთების სახით - ვეგანური, უგემო, უსუნო, ლიქენისგან მიღებული საკვები დანამატი - გამოიყენება ჩვილობიდან ყველა ასაკში. ორი წვეთი შეიცავს 5 მკგ (200 სე) ვიტამინ D3-ს, ხოლო 4 წვეთი შეიცავს 10 მკგ (400 სე) რეკომენდებულ დოზას 1 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ვიტამინი D3 წვეთების სახით ადვილია გამოსაყენებლად, ადვილად შეიწოვება და უსაფრთხო და ეფექტურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
D ვიტამინს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მზის ვიტამინს, რადგან მისი სინთეზისთვის მზის შუქი აუცილებელია - ვიტამინი D წარმოიქმნება კანქვეშ, მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ. D ვიტამინის დეფიციტის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ხანდაზმულები (65 წლის ასაკიდან ზემოთ), ისინი, ვინც იშვიათად არიან გარეთ (მზის ნაკლებობა), მუქი კანის მქონე პირები და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები.
D ვიტამინი ხელს უწყობს:
- ძვლის სიჯანსაღეს - კალციუმისა და ფოსფორის შეწოვასა და დანიშნულებისამებრ გამოყენებას
- სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას
- ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას
- კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას
- იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
ასევე, D ვიტამინი მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში და საჭიროა ბავშვების ძვლების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ის ამცირებს მოტეხილობის რისკს, რომელიც დაკავშირებულია პოსტურალურ არასტაბილურობასა და კუნთების სისუსტესთან. 60 წლის ასაკიდან ზემოთ დაცემა არის ძვლის მოტეხილობის სერიოზული რისკ-ფაქტორი.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციით, ჩვილებმა და 1 წლის ასაკამდე ბავშვებმა, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, ყოველდღიურად უნდა მიიღონ საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს 8.5-დან 10-მდე მკგ. D ვიტამინს, მიუხედავად იმისა, დედა იღებს თუ არა D ვიტამინს.
რეკომენდებულია, რომ მოზრდილებმა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა მიიღონ 10 მკგ. D ვიტამინი დღეში. ასევე, რეკომენდებულია, რომ 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვმა ყოველდღიურად მიიღოს A, C და D ვიტამინების შემცველი საკვები დანამატები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იღებენ 500 მლ-ზე მეტ ვიტამინებით გამდიდრებულ ჩვილის ფორმულას.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
ვიტამინი D3 (მცენარეული ქოლეკალციფეროლი ლიქენიდან), ქოქოსის ცხიმოვანი მჟავების საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, დ-ალფა-ტოკოფეროლი (ანტიოქსიდანტი).
საკვები დანამატი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ და ხორბლის, სოიოს ან რძის პროდუქტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს.
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ და გრილ ადგილას.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
Cytoplan-ის D3 ვიტამინის წვეთები - 15 მლ.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Cytoplan
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity
Out of stock





















